გარე გაყიდვების მენეჯერი
კომპანია უნიბოქს- ის გუნდში ვეძებთ გარე გაყიდვების მენეჯერს
კომპანია უკვე 7 წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და საქმიანობს მაღალი ხარისხის ტალღოვანი მუყაოს ყუთების წარმოებით.
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი;
სავალდებულოა კანდიდატს ჰქონდეს პირადი ავტომობილი;
ანაზღაურება: ფიქსირებული: 1200 ლარი; ასევე ბონუსები გაყიდვების შესაბამისად;
მთავარი ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება,შეხვედრების ორგანიზება და პროდუქტების შეთავაზება;
- მოლაპარაკებების წარმოება;
- დებიტორული პორტფელის მართვა;
- გაყიდვების გეგმის შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავსი მიმართულებით, 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- მართვის მოწმობის B კატეგორიის ქონა და საკუთარი ავტომობილი;
გთავაზობთ:
- ჯანსაღ და სამართლიან სამუშაო გარემოს
- კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ განვითარებას ტრენინგების საშუალებით;
რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, “უნიბოქს“-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.
„უნიბოქსი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!