კორპორატიული/B2B გაყიდვების მენეჯერი
კომპანია „ტრანსპორტერი“ წარმოადგენს მოტო-რეკრეაციული ტექნიკის ყველაზე დიდი ცენტრს ამიერკავკასიაში. ტრანპსორტერი ექსკლუზიური დისტრიბუტორია 80-ზე მეტი საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების, მათ შორის, BRP (Can-Am, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Spyder, Ryker), CF-Moto, Kawasaki, KYMCO, SHERCO, Akrapovic, Jobe, Jawa, Pistenbully, Husqvarna, Gardena და სხვა.
მოხარული ვართ გამოვაცხადოთ კორპორატიული/B2B გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია.
ძირითადი პირობები:
- მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 70
- სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
- ანაზღაურება: 2000 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები + გაყიდვებზე მიბმული საბონუსე სისტემა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა რელევანტური მიმართულებით
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3+ წლიანი გამოცდილება, სასურველია საავტომობილო სფეროში
- ეფექტური პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარები
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგ სამომხმარებლო დონეზე ფლობა
- სასურველია CRM-ში მუშაობის გამოცდილება
- აუცილებელია ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა
- მსუბუქი მანქანის მართვის გამოცდილება/B კატეგორიის მართვის მოწმობა
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური კლიენტების მოძიება: სამიზნე სეგმენტის მუდმივი მონიტორინგი და პოტენციური პარტნიორების (სასტუმროები, საწარმოო/ინდუსტრიული ზონები, მსხვილი ტურისტული ოპერატორები) ბაზის შექმნა/ზრდა
- B2B კომუნიკაცია და მოლაპარაკებები: ცივი და თბილი ზარების განხორციელება, პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დანიშვნა და კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია.
- კომერციული წინადადებების მომზადება: კლიენტის საჭიროებების შესწავლა და მათზე მორგებული ინდივიდუალური ფასთშემოთავაზებების მომზადება.
- სეგმენტური გაყიდვების მართვა:
- ხელშეკრულებების გაფორმება: მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება და გაფორმების პროცესის მართვა.
- ურთიერთობების მართვა: არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან მუდმივი კავშირი, მათი კმაყოფილების მონიტორინგი და სერვისის განახლება/გაფართოება;
- ანგარიშგება: გაყიდვების გეგმის შესრულების მიმდინარეობისა და აქტივობების შესახებ ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის.
განაცხადების მიღება მიმდინარეობს 17 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
შერჩევის ეტაპები:
- რეზიუმეების გადარჩევა
- პირისპირ გასაუბრება
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!