უმცროსი იურისტი — ნიუ ჰოსპიტალსი

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
ნიუ ჰოსპიტალსი — ლოგო
ნიუ ჰოსპიტალსი

უმცროსი იურისტი

შეთანხმებით იწურება თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის თანამდებობაზე.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, დამწყებ იურისტს, რომელსაც სურს პროფესიული განვითარება.

სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სამართლებრივ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

ძირითადი ფუნქციები:

** კომპანიის იურისტის ასისტირება ყოველდღიურ საქმიანობაში;
** კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციების გაწევა და დასკვნების მომზადებაში ჩართულობა;
** ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება/მომზადება;
** ხელშეკრულებებისა და ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართულობა;
** საკანონმდებლო ბაზის მონიტორინგი;
** იურიდიული არქივის მოწესრიგება, წარმოება და დადგენილი წესით შენახვა.

პიროვნული თვისებები:

** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სიზუსტე, აკურატულობა;
** ობიექტურობა და პრინციპულობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) 08.07.2026-მდე ელ. მისამართზე . გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ - "უმცროსი იურისტი."

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

ჩვენ მოგიძებნით იურიდიულის ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა იურიდიულის ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ