უმცროსი გაყიდვების მენეჯერი
პოზიციის დასახელება: ავტონაწილების უმცროსი გაყიდვების მენეჯერი/კონსულტანტი
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული.
კომპანიის შესახებ:
კომპანია "სმოტორს"-ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, ასევე სპეც-ტექნიკის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!
სამუშაოს აღწერა:
- გასაყიდი პროდუქციის შესწავლა;
- მაღაზიაში შემოსული მომხმარებლების მომსახურება;
- პროდუქტის გაყიდვა და რეალიზაციის გატარება სააღრიცხვო პროგრამაში (Fina) ადგილზე შესწავლით.
- პროდუქციის მიღება საწყობიდან, განთავსება შესაბამის თაროებზე და შემდეგ მისი რეალიზაცია;
- უშუალო უფროსის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
- სასურველია თუმცა არა სავალდებულო აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
- დამწყებთათვის 2 თვიან ანაზღაურებად სწავლებას ;
- სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
- ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი მაღაზიის ბრუნვის მიხედვით.
კომპანია "სმოტორს"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.