უმცროსი გაყიდვების ანალიტიკოსი — Georgian Beer and Beverages Group

Georgian Beer and Beverages Group — ლოგო
Georgian Beer and Beverages Group

უმცროსი გაყიდვების ანალიტიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Georgia Beer and Beverages Group" (GBBG) არის საერთაშორისო ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ჯგუფის, Royal Swinkels-ის ნაწილი. GBBG აერთიანებს ორ კომპანიას: გლობალ ბიერ ჯორჯიასა (GBG) და საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკას (GDL).

კომპანიების შესახებ:

გლობალ ბიერ ჯორჯია (GBG) - ქართული ლუდის ბაზრის ინოვაციური და წამყვანი მოთამაშეა. კომპანია წარმართავს ოპერაციების სრულ პროცესს - ლუდისა და ლიმონათის წარმოებას, მარკეტინგსა და გაყიდვებს, ასევე, ახდენს სხვადასხვა ბრენდების იმპორტსა და ექსპორტს. აღნიშნული ბრენდებია - ბავარია, ყაზბეგი, შავი ლომი, კაიაკი, აისი, 8.6, B52 და ლიმონათი "ყაზბეგი".

საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა (GDL) - დისტრიბუციის სფეროში 17 წელზე მეტია ოპერირებს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს დისტრიბუციასა და მესამე მხარის ლოგისტიკის (3PL) სერვისს; 6 ფილიალისა და რეგიონული გაყიდვების ჯგუფების მეშვეობით ემსახურება 12, 000-ზე მეტ მომხმარებელს. GDL-ის პორტფელი მოიცავს GBG-ისა და, ასევე, მესამე მხარის პროდუქტებს, როგორიცაა ალკოჰოლური სასმელები, ყავა "ლავაცა", წყალი, ღვინო და სხვა.

GBBG-ში წარმატებით ვმუშაობთ სწრაფად ცვალებად და კონკურენტულ ინდუსტრიაში ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმის, ენთუზიაზმის, კრეატიულობისა და ერთგულების წყალობით. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ, დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში. თუ გსურთ, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ ქართული სასმელების ინდუსტრიის განვითარებაში - მოხარული ვიქნებით თქვენი გამოხმაურებით.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გაყიდვების ანალიტიკოსის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველდღიური რეპორტინგი გაყიდვების წარმომადგენლებთან და მენეჯმენტთან;
  • გაყიდვების ანალიტიკა;
  • ბრუნვების ანალიზი და შედარებები;
  • დაბლოკილი ობიექტების მართვა (OFF/ON (Trade));
  • რეპორტინგი მომწოდებლებისთვის;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა დავალებების შესრულება, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/ეკონომიკის განხრით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • Excel-ისა და Power Point-ის მაღალ დონეზე ფლობა;
  • ინგლისური ენის ფლობა როგორც წერით, ისე საკომუნიკაციო დონეზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • კარგი ტექნიკური უნარები;
  • შრომისმოყვარეობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გარანტიები:

  • კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე.
  • უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

სამუშაო განაკვეთი: სრული

შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით

შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ