უფროსის მოადგილის/ფინანსების სამმართველოს უფროსი
სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის/ფინანსების სამმართველოს უფროსის ვაკანსიაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამმართველოს საქმიანობის ზედამხედველობა და ფინანსური სტრატეგიის შემუშავება და განხორციელებაზე ზედამხედველობა;
- ორგანიზაციის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა და შესრულების კონტროლი;
- დამტკიცებული წლიური ბიუჯეტის კვარტალური გაწერა და საჭიროების შესაბამისად ბიუჯეტის კვარტალურ გაწერაში ცვლილებების მომზადება;
- ხელმძღვანელობისთვის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშებისა და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება და წარდგენა;
- შიდა ფინანსური კონტროლის ეფექტიან სისტემის შემუშავება, დანერგვა და აღსრულების კონტროლი;
- სამოქმედო გეგმის მიხედვით ერთიანი ბიუჯეტის პროექტის მომზადება, შემუშავება და მისი შესრულების კოორდინაცია;
- სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შემუშავების, დამტკიცების, შესრულების პროცესში მონაწილეობა და მასში განსახორციელებელი ცვლილებების შეთანხმება დეპარტამენტის უფროსთან;
- ზედნადები ხარჯების ანალიზი;
- დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
- მოსალოდნელი ფინანსური მოგების პროგნოზი;
- კორპორაციის პროგრამების შემუშავებაში და მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
- დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება.
განათლება:
მაგისტრის ხარისხი ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან სხვა რელევანტური მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები:
- 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების მართვის მიმართულებით;
- 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- მონაცემთა სიზუსტისა და ხარისხის კონტროლის უნარი.
უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ CRM სისტემების დანერგვისა და მართვის გამოცდილება.
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 5 ივლისი.