ლოგისტიკური დოკუმენტაციის მართვის სპეციალისტი
კომპანია "ტრანსლაივი" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკური დოკუმენტაციის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:- ინვოისების, განაცხადების და ტვირთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების შესაბამისობის გადამოწმება როგორც დამკვეთის, ასევე გადამზიდის ჭრილში (დატვირთვის და დაცლის ცმრ ში არსებული მონაცემების შედარება პლათფორმაზე ატვირთულ მონაცემებთან მიმართებით: მანქანის ნომრების, მიმართულებების, დამკვეთის ბეჭდის, მიმღების ხელმოწერა და დაცლის თარიღი);
- რეზიდენტების ცნობის გამოთხოვა და გადამოწმება;
- ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება და შესაბამისი ადამიანის ინფორმირება;
- საჭიროების შემთხვევაში პლათფორმასთან დაკაშირებულ ტექნიკურ საკითხებთან მიმართებაში დახმარების გაწევა;
- კომპანიის პლატფორმაზე დარეგისტრირებული შეკვეთის დეტალების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში დაკორექტირება (ფასი, ვალუტა, მიმართულება, თარიღი, ტვირთის სახეობა, წონა);
- დაზღვევის წარმომადგენლისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის გაგზავნა;
- 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, რუსული სასურველი;
- სამედიცინო დაზღვევა;
- კვების დაფინანსება;
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო სააათები: ორშაბათი-ხუთშაბათი 09:00-18:00 საათამდე, პარასკევი - 09:00-16:00;
კომპანია განახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და დადგენილი სტანდარტებით; პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება მხოლოდ კანდიდატის კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და სხვა მოთხოვნილი მახასიათებლების ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და ინახება კომპანიაში არაუმეტეს ერთი წლის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას და დამუშავდეს.