დოკუმენტების მმართველი- ბათუმი — Loft Towers

Loft Towers — ლოგო
Loft Towers

დოკუმენტების მმართველი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

დეველოპერული კომპანია "Loft Towers" აცხადებს ვაკანსიას დოკუმენტების მმართველის (Document Control / Online Documentation Specialist) პოზიციაზე.

პროექტი: Wyndham Garden Kobuleti

ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსული ინვოისებისა და სხვადასხვა დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება და ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია;
  • დოკუმენტების სწორად კლასიფიკაცია, კატეგორიზაცია და დამუშავება;
  • ელექტრონული და ფიზიკური დოკუმენტაციის მოწესრიგებული არქივირების უზრუნველყოფა;
  • დოკუმენტების შესაბამის დეპარტამენტებსა და პასუხისმგებელ პირებთან დროული გადაგზავნა;
  • დოკუმენტბრუნვის პროცესის მონიტორინგი და ადმინისტრირება;
  • ელექტრონული დოკუმენტაციის ბაზის სიზუსტისა და სრულყოფილების უზრუნველყოფა;
  • შიდა პროცედურებისა და დოკუმენტბრუნვის სტანდარტების დაცვა;
  • ხელმძღვანელობისთვის საჭირო ანგარიშებისა და ინფორმაციის მომზადება;
  • პროექტის ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა დოკუმენტაციის მართვის მიმართულებით.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, დოკუმენტების მართვის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (სასაუბრო და წერითი დონე) - სავალდებულოა;
  • დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office Package, Outlook, Excel) ეფექტურად გამოყენების უნარი;
  • ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მაღალი ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კონფიდენციალურობის დაცვა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
  • საერთაშორისო სასტუმრო პროექტში მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • მრავალფუნქციურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს.

ლოკაცია: ბათუმი

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ