მოლარე-ოპერატორი
კომპანია შპს ACCOUNTING AREA 2015 წლიდან წარმოადგენს, ბუღალტრული და ფინანსური სერვისების მომსახურების აუთსორს კომპანიას. ჩვენი გუნდი მხარდაჭერას უწევს ბიზნეს სექტორს საგადასახადო, ფინანსური აღრიცხვის, აუდიტის და ბიზნესის სწორი მართვის კუთხით. კომპანიის ასაკის მიუხედავად მალევე დავიმკვიდრეთ ადგილი მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში და დღეისათვის რამდენინმე ათეულ კომპანიას ვუწევთ ზემოთ აღნიშნულ მომსახურებებს.
"ACCOUNTING AREA" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი, ელიავას ბაზრობა
სამუშაო საათები: 09:00 - 17:00 (შესვენება 1 საათი)
ანაზღაურება განისაზღვრება კადრის კვალიფიკაციის მიხედვით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროგრამაში პირველადი დოკუმენტების შეყვანა/დამუშავება;
- ელ.ზედნადებების და ფაქტურების გამოწერა/მიღება;
- საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა და კონტროლი;
- დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი: შედარების აქტების გაფორმება;
- ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
- სასურველია FINA, SUPERFIN პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- დეტალებისადმი ყურადღება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- ახალ გარემოსთან მარტივად ადაპტირების უნარი;
- გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი
ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად აპლიკანტის გამოცდილებიდან გამომდინარე.