უფროსი სპეციალისტი ფინანსურ დეპარტამენტში — საქართველოს მელიორაცია

საქართველოს მელიორაცია — ლოგო
საქართველოს მელიორაცია

უფროსი სპეციალისტი ფინანსურ დეპარტამენტში

შეთანხმებით აქტიური თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას ფინანსურ დეპარტამენტში უფროსი სპეციალისტის (ბუღალტერი) თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
  • თანამშრომლების ხელფასების დარიცხვა და გადარიცხვის დოკუმენტების მომზადება სააღრიცხვო პროგრამაში;
  • შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მასალების და საწვავის ჩამოწერა;
  • საწყობებისა და მატერიალური პასუხისმგებელი პირების ანგარიშებზე არსებული მატერიალური ფასეულობების მოძრაობა და ნაშთების კონტროლი;
  • სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, გენერალური დირექტორის, კურატორი დირექტორის, დეპარტამენტის უფროსის, მთავარი ბუღალტრის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;
  • ბუღალტერიის სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ბუღალტრული/ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (სასურველია ACCA სერტიფიკატი);
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა;
  • ბუღალტრული პროგრამა ორისი ცოდნა - სავალდებულოა;
  • შემოსავლების სამსახურის პორტალზე RS.GE მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel; Outlook).

სხვა მოთხოვნები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • ორგანიზებული/მოწესრიგებული.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი;
  • სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი);