უფროსი გაყიდვების მენეჯერი
საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო (GREA) - კომპანია რომელიც მართავს მსხვილი დეველოპერული პროექტების გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებას (მათ შორის: "ლისი ტოპოგრაფი", "რუმიქს დეველოპმენტი", "კოორდინატი", "ქრონომეტრი" და სხვა) ახალი მასშტაბური დეველოპერული პროექტისთვის გუნდში ეძებს დეველოპერული პროექტის უფროს გაყიდვების მენეჯერს, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროექტის გაყიდვების გუნდის მართვა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად.
- გაყიდვების პროცედურების შესრულების კონტროლი
- პროექტში შემოსული ლიდების დამუშავება და CRM ბაზაში კლიენტების რეგისტრაცია;
- დაგროვილი კლიენტების ბაზის პროგრამული მართვა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
- პოტენციური კლიენტებისთვის გასაყიდი დეველოპერული პროექტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;
- მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
- არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება და მართვა;
- საბროკერო კომპანიებთან ურთიერთობის მართვა
- ჯავშნებისა და გაყიდვების ყოველდღიური და ყოველკვირეული რეპორტინგი;
- გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: ბაკალავრი
- გამართული მეტყველების უნარი;
- ენები: ინგლისური, რუსული;
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით;
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები - სამომხმარებლო დონეზე.
- CRM - პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
პიროვნული თვისებები:
სამუშაო კვირის განრიგი: 6 სამუშაო დღე, შაბათი მოკლე სამუშაო დღე
სამუშაო საათები: 10:00 - 18:30
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2500 ლარი + ბონუსი
კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე www.grea.ge