უფროსი გაყიდვების მენეჯერი
სასტუმრო "ხედი" (Khedi Hotel) წარმოადგენს 4-ვარსკვლავიან, პრემიუმ კლასის ლოკაციას თბილისის ისტორიულ ნაწილში, ავლაბარში. სასტუმრო აერთიანებს 57 მაღალი კლასის ნომერს, 2 რესტორანს და საკონფერენციო სივრცეს.
"სასტუმრო ხედი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი გაყიდვების მენეჯერის (Senior Sales Manager) პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გაყიდვების დაგეგმარება: წლიური გაყიდვებისა და მარკეტინგული გეგმის შემუშავებასა და აღსრულებაში მონაწილეობა, ყოველთვიური გაყიდვების მიზნების შესრულება;
- B2B პარტნიორობა: მსხვილი კორპორაციული კლიენტების, ტურისტული სააგენტოების და MICE სააგენტოების ბაზის მართვა, გაფართოება და გრძელვადიანი ლოიალობის უზრუნველყოფა;
- შეთავაზებები და მოლაპარაკებები: მაღალბიუჯეტიანი და კომპლექსური კომერციული წინადადებების მომზადება (სასტუმროს ნომრები, კონფერენციები, კორპორაციული ივენთები, ბანკეტები) და სამიზნე ჯგუფთან მოლაპარაკებების წარმოება;
- საფასო პოლიტიკის და OTA პლატფორმების მართვა: სასტუმროს საფასო პოლიტიკისა და დინამიკური ფასწარმოების (Dynamic Pricing) სტრატეგიის შემუშავება და მართვა ბაზრის მოთხოვნის, სეზონურობისა და კონკურენტების ანალიზის საფუძველზე; სხვადასხვა გაყიდვების არხებისთვის (კორპორაციული, ჯგუფური, OTA) ოპტიმალური სატარიფო გეგმების (Rate Plans) განსაზღვრა და დანერგვა სასტუმროს მაქსიმალური შემოსავლების მისაღწევად. OTA პლატფორმების (Booking.com, Expedia და სხვა) მართვა Exely-ის (Channel Manager) სისტემის გამოყენებით;
- გაყიდვების კოორდინაცია: აქტიური თანამშრომლობა რეზერვაციების მენეჯერთან, Front Office - ის და F&B -ის თანამშრომლებთან.
- ანალიტიკა და რეპორტინგი: ყოველკვირეული გეგმებისა და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის (გენერალური დირექტორის მოადგილე);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები (Hard Skills):
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მასპინძლობის მენეჯმენტის მიმართულებით;
- მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება სასტუმროს გაყიდვების სფეროში (სასურველია პრემიუმ კლასის სასტუმროებში);
- სასტუმროს მართვაში პროგრამებში (PMS: Opera / Fidelio/სხვა) და არხების მენეჯერის პროგრამებში (Channel Manager: Exely/სხვა) მუშაობის გამოცდილება. კლიენტებთან ურთიერთობის მართვის პროგრამებში (CRM: Zoho/სხვა) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება ან Windows Excel - ის სრულფასოვანი ცოდნა.
- ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი, ფლობა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
პერსონალური უნარ-ჩვევები (Soft Skills):
- სტრატეგიული აზროვნება: გაყიდვების არხების დივერსიფიკაციისა და შემოსავლების მაქსიმიზაციის უნარი;
- ლიდერობა და ავტორიტეტი: გუნდის მოტივირების, დავალებების დელეგირებისა და კოორდინაციის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაცია და ნეთვორკინგი: მაღალი დონის ბიზნეს-შეხვედრებისა და პრეზენტაციების წარმატებით ჩატარების უნარი;
- სტრეს-მენეჯმენტი: ფორსმაჟორულ სიტუაციებში (მაგ. მასშტაბური ივენთების დაგეგმვისას) სწრაფი და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება.
ბენეფიტები და პირობები:
- კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება + მოქნილი ბონუსური სისტემა გაყიდვების მიზნების შესრულებისას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი;
- უფასო კვება სასტუმროს პერსონალის სასადილოში;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა მზარდ კომპანიაში;
- კომფორტული სამუშაო გარემო თბილისის ცენტრში.
სამუშაო გრაფიკი:
- სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე ან 09:00-დან 17:00-მდე., შესაძლებელია განვიხილოთ ჰიბრიდული, ადგილზე და ონლაინ სამუშაო გრაფიკი.
- მოქნილობა: სასტუმროში დაგეგმილი მნიშვნელოვანი MICE ღონისძიებების, B2B შეხვედრების ან მიღებების დროს, გრაფიკი შესაძლოა დაექვემდებაროს ცვლილებას.
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავლაბარი, "სასტუმრო ხედი", ქეთევან წამებულის 24