უფროსი ემბრიოლოგი / ემბრიოლოგი
შპს "სინო ჯორჯია IVF ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ემბრიოლოგის პოზიციაზე.
ვაკანტური პოზიცია: უფროსი ემბრიოლოგი / ემბრიოლოგი
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო. წინანდლის N9
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:30
კანდიდატი მზად უნდა იყოს, საჭიროების შემთხვევაში, იმუშაოს შაბათ-კვირასა და დღესასწაულებზე.
პოზიციის აღწერა:
პოზიცია მოიცავს ემბრიოლოგიის ლაბორატორიის ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობას ან სრული ციკლის მართვას, IVF პროცესების განხორციელებას, ლაბორატორიული პროტოკოლების დაცვას, ხარისხის კონტროლს, მონაცემთა აღრიცხვას და სამედიცინო გუნდთან კოორდინირებულ მუშაობას.
ძირითადი მოვალეობები:
- ემბრიოლოგიის ლაბორატორიის სრული ციკლის მართვა და/ან პროცესებში მონაწილეობა;
- სამუშაო ხსნარებისა და ლაბორატორიული მასალების მომზადება;
- კვერცხუჯრედების იდენტიფიკაცია, შეფასება და მომწიფების ხარისხის განსაზღვრა;
- ინსემინაციის პროცედურების შესრულება, მათ შორის სტანდარტული IVF და ICSI;
- განაყოფიერების შემოწმება და ემბრიონის განვითარების მონიტორინგი;
- ემბრიონის კულტივაცია;
- კვერცხუჯრედის, სპერმისა და ემბრიონის გაყინვა/გალღობა;
- ემბრიონის გადატანის პროცესში მონაწილეობა;
- სპერმის ანალიზი და დამუშავება ინსემინაციისა და ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის;
- საჭიროების შემთხვევაში, მიკროქირურგიული ჩარევის შემდეგ მიღებულ ბიოფსიურ მასალაში სპერმატოზოიდების მოძიება;
- ლაბორატორიული ჟურნალების წარმოება და მონაცემთა ელექტრონულ სისტემაში აღრიცხვა;
- ლაბორატორიული პროტოკოლების დაცვა, შესრულება და კონტროლი;
- ხარისხის კონტროლი და სტატისტიკური მონაცემების წარმოება;
- ლაბორატორიულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომუნიკაცია სამედიცინო გუნდთან და ადმინისტრაციასთან;
- ლაბორატორიული სახარჯი მასალების ნაშთების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მათი შევსების უზრუნველყოფა;
- უმცროსი პერსონალის ზედამხედველობა და პროფესიული მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ემბრიოლოგიის ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება;
- უფროსი ემბრიოლოგის პოზიციისთვის სასურველია მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
- ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ბიოლოგიის, მედიცინის, ბიომედიცინის ან შესაბამისი მიმართულებით;
- IVF, ICSI, ემბრიონის კულტივაციისა და კრიოპრეზერვაციის პროცესების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამებისა და ელექტრონული აღრიცხვის სისტემებთან მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ IVF კლინიკაში მუშაობის შესაძლებლობას;
- მაღალტექნოლოგიურ ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში პროფესიული გამოცდილების მიღებას;
- საერთაშორისო გუნდთან თანამშრომლობას;
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- კომფორტულ და ორგანიზებულ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
განაცხადის გაგზავნა:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: sinogeorgiaivfventer@gmail.com
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20 მაისი, 2026 წელი
ელ. ფოსტის Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ემბრიოლოგი" ან "უფროსი ემბრიოლოგი"
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას შერჩევის პროცესის მიზნებისთვის.
გისურვებთ წარმატებას!