მიკრობიოლოგიის ლაბორანტი
საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია ბიზნეს სექტორს, ფერმერებსა და კერძო პირებს ერთ სივრცეში სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს, კერძოდ 500-მდე სხვადასხვა კვლევას.
ლაბორატორია აკრედიტებულია სსიპ "აკრედიტაციის ცენტრი - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს" მიერ "სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018-ს მოთხოვნების შესაბამისად.
ლაბორატორიის აკრედიტებულ საქმიანობის სფეროში შედის მეთოდები, რომელიც შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
ჩვენი მომსახურების გამოყენება შესაძლებელია: კვების პროდუქტების მწარმოებელ და მარეალიზებელ ობიექტებში სასტუმროებში;
"საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას მიკრობიოლოგიის ლაბორანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლეო კვაჭაძის ქუჩა N41
სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00-18:00 საათამდე)
ხელფასი: შეთანხმებით
ფუნქცია-მოვალეობები:- ჭურჭლის, ინსტრუმენტების გარეცხვა გაუვნებლობა;
- ავტოკლავის მომზადება სტერილიზაციისთვის;
- განყოფილებიდან "ბ" ჯგუფის ნარჩენების გატანა დროებით შესანახ ოთახში;
- უსაფრთხო ნარჩენების გატანა;
- მიმღებიდან ნიმუშების მოტანა;
- სამუშაოს მსვლელობისას აღმოჩენილი ხარვეზების ან ისეთი გარემო პირობები, რომელმაც შესაძლებელია უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ტექნიკური მომსახურების პროცესზე დროულად აცნობოს ლაბორატორიის ხელმძღვანელსა და მთავარ მიკრობიოლოგს;
- სამუშაოს დამთავრების შემდეგ უზრუნველყოს სამუშაო გარემოს და გამოყენებული ჭურჭლის მიკრობიოლოგიური სისუფთავე;
- დაკისრებული მოვალეობის დროულად და ხარისხიანად შესრულება;
- სამუშაო კონფიდენციალურობის და მიუკერძოებლობის დაცვა;
- დამკვეთის ობიექტზე ნიმუშის აღება შესაბამისი წესის დაცვით;
- უმაღლესი განათლება;
- გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის მოთხოვნების ცოდნა;
- მოწესრიგებული, პასუხისმგებლობის მქონე, ყურადღებიანი, ორგანიზებული, პუნქტუალური, განვითარებაზე ორიენტირებული;
- სამუშაოს დაგეგმვის, კოორდინაციის, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების, ვერბალური კომუნიკაციის, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის, სტრესულ გარემოში სწრაფად ორიენტირების, ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი.
- რეზიუმეს გადარჩევა
- ინდივიდუალური გასაუბრება
გაცნობებთ, რომ "შპს საერთაშორისო ანალიტიკური ლაბორატორია სურსათი აგრო ვეტერინარია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.