სამედიცინო მიმართულების დირექტორი — სადაზღვევო ბროკერი ჯი.ეს

სადაზღვევო ბროკერი ჯი.ეს

სამედიცინო მიმართულების დირექტორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სადაზღვევო ბროკერი ჯი ეს (საერთაშორისო საბროკეროს უილის თაუერს უოთსონი-ს წარმომადგენლობა საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მიმართულების დირექტორის თანამდებობაზე.

ვეძებთ, კანდიდატს რომელიც დაინტერესებულია სადაზღვევო სფეროში გრძელვადიანი პროფესიული განვითარებით.

სამუშაო აღწერილობა:

სამედიცინო მიმართულების დირექტორი პასუხისმგებელია სამედიცინო დაზღვევის პორტფელის მართვაზე, სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობებზე, კორპორატიული კლიენტებისთვის სამედიცინო პროგრამების შემუშავებაზე, გუნდის მართვასა და ბიზნესის განვითარებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამედიცინო დაზღვევის მიმართულების სტრატეგიული და ოპერაციული მართვა;
  • სამედიცინო დაზღვევის პროდუქტებისა და პროგრამების შემუშავება და გაუმჯობესება;
  • სადაზღვევო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება;
  • კორპორატიული კლიენტებისთვის შეთავაზებების მომზადება და პრეზენტაცია;
  • ტენდერებში მონაწილეობის კოორდინაცია;
  • კლიენტებისათვის დაზღვევის პირობების, გამონაკლისებისა და დაფარვების დეტალური განმარტება;
  • პრეტენზიებისა და კომპლექსური შემთხვევების მართვა;
  • კომპანიის წარდგენა სხვადასხვა მაღალი რგოლის შეხვედრებზე
  • გრძელვადიანი ურთიერთობის აწყობა სხვადასხვა პარტნიორებთან
  • კლიენტების კმაყოფილებაზე ზრუნვა და მთელი წლის განმავლობაში მათი სერვისის მონიტორინგი
  • დეპარტამენტის თანამშრომლების მართვა, განვითარება და შედეგების შეფასება;
  • ბაზრის ტენდენციების, ახალი პროდუქტებისა და რეგულაციების მონიტორინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, უპირატესობა მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების, ჯანდაცვის მენეჯმენტის ან სამედიცინო მიმართულებებს.
  • სადაზღვევო მომსახურების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა. (აუცილებელი მოთხოვნა)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
  • კორპორატიული სამედიცინო დაზღვევის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • მოლაპარაკებების წარმოების და პრეზენტაციების ჩატარების უნარი
  • გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;

ბენეფიტები:

სადაზღვევო ბროკერი ჯი ეს საქართველოში 2011 წელს დაარსდა და ერთ-ერთ წამყვან სადაზღვევო ბროკერს წარმოადგენს. ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ხელფასს და საბონუსე სქემას
  • ჯანმრთელობის, სიცოცხლის, უბედური შემთხვევისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევას
  • სადაზღვევო გამოცდების (CII) დაფინანსებას
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
  • გუნდურ და დინამიურ გარემოს

2026 წლის 15 ივლისამდე.

CV-ების მიღება მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. განაცხადები განიხილება შემოსვლისთანავე და ვაკანსია დაიხურება შესაბამისი კანდიდატის შერჩევისთანავე.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ