არქიტექტორი- ბათუმი — სიტა

სიტა — ლოგო
სიტა

არქიტექტორი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ბათუმში · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "სიტა" 2016 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე და ამ სფეროს წარმომადგენლებს სთავაზობს სამშენებლო პროცესების მართვის სრულ სერვისს: შესაფერისობის კვლევა, დიზაინ პროცესის მენეჯმენტი, ბიუჯეტირება, ფასთა ინჟინერია, ტენდერებისა და შესყიდვების მენეჯმენტი, მშენებლობის მენეჯმენტი. კომპანიის პორტფოლიო მოიცავს საცხოვრებელ, სასტუმროს ტიპის აპარტამენტებისა და საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტებს, მათ შორისაა: Rotana, Radisson Blu, Wyndham, Holiday Inn, Marriott, Ibis და სხვა. "სიტა" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე ბათუმში ჩვენ გთავაზობთ: ** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს პროფესიონალ გუნდთან ერთად; ** საინტერესო და კომპლექსურ პროექტებს; ** პროექტების მასშტაბებიდან გამომდინარე მოკლე დროში მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების საშუალებას; ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას ძირითადი ფუნქციები: ** საპროექტო დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა, ანალიზი და შეფასება პროექტის მსვლელობის ნებისმიერ ეტაპზე; ** არქიტექტურული ნახაზების რევიზია და ოპტიმიზაცია; ** არსებული პროექტების კორექტირება და საინჟინრო/ტექნიკურ პროექტებთან შესაბამისობაში მოყვანა; ** არქიტექტურული პროექტის შესაბამისად სამშენებლო ნახაზების შედგენა; ** პროექტის განხორციელების პროცესში წარმოშობილი ტექნიკური საკითხების განხილვა და პრობლემების გადაწყვეტა; ** მომიჯნავე დარგებთან და სამშენებლო გუნდთან აქტიური თანამშრომლობა; ** სპეციფიკაციების შედგენა, საპროექტო მოცულობების ამოთვლა და მასალათა უწყისის მომზადება; ** საესკიზო პროექტებისა და არქიტექტურული კონცეფციების შესრულება; ** სამშენებლო ობიექტზე აზომვითი სამუშაოების შესრულება; ** რეგულარული ობიექტის ვიზიტების მოწყობა/პროექტის პროგრესის კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება კომპლექსურ, მრავალბინიან პროექტებზე მუშაობის პრაქტიკა); ** გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე; ** პროფესიული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: Archicad, AutoCAD, Photoshop; ** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office) პიროვნული უნარები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დისციპლინა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და სუფთა, მოწესრიგებული სამუშაო ფაილების წარმოება კომპანიის ** სტანდარტების შესაბამისად; ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი; ** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ