უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი/ბროკერი
უძრავი ქონების კომპანია Dream House აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის (ბროკერის) პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 11:00-19:00, შაბათ-კვირა დასვენება, ყველა ოფიციალური დასვენების დღეს დასვენება!
ანაზღაურება: სრულად გამომუშავებაზე (საშუალოდ 1500 ლარიდან ზევით)
მისამართი: გლდანი, თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩა
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიონალ და გამოცდილ გუნდთან მუშაობას
- კარიერულ ზრდას და წინსვლას
- პროფესიული ტრენინგები და მხარდაჭერა ახალბედებისთვის
- ყველა პირობას კომფორტულად მუშაობისთვის
- მაღალ საპროცენტო სისტემას
- საქმის პროფესიონალურ დონეზე შესწავლას
- კომპანიის შიდა CRM პროგრამას
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვებში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (არასავალდებულო)
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
- რუსული/ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
- მაღალი მოტივაცია და თვითგანვითარების სურვილი
- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
- გუნდური მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა
- კარგი კომუნიკაციის უნარი, გამართული მეტყველება
- ზრდაზე და წინსვლაზე ორიენტირებულობა