უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
REA Investment არის უძრავი ქონების გაყიდვების აუთსორსინგული კომპანია, რომელიც უკვე 8 წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. ვთანამშრომლობთ წამყვან დეველოპერულ კომპანიებთან და ვახორციელებთ უძრავი ქონების გაყიდვებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას გაყიდვების პროცესზე – დაწყებული მოლაპარაკებებიდან, დასრულებული გარიგების გაფორმებით. REA Investment აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
- უძრავი ქონების შეთავაზება და პრეზენტაცია ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებლებზე
- მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება
- ბაზრის ანალიზი და გაყიდვების სტრატეგიის განხორციელება
- გაყიდვების პროცესის სრულად მართვა
- CRM სისტემაში ინფორმაციის რეგისტრაცია და განახლება
- ჩვენ მიერ მოწოდებული ლიდებთან მუშაობა და მათზე აქტიური კომუნიკაცია
- დამატებით – კლიენტების მოძიება სხვადასხვა უძრავი ქონების პლატფორმებსა და ონლაინ არხებში
საჭირო უნარები და მოთხოვნები:
- გაყიდვებში გამოცდილება (უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები
- ქართულ ან რუსულ ენებზე თავისუფლად საუბარი
- შედეგზე ორიენტირებულობა და თვითმოტივაცია
- გუნდში მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- მაღალ ბონუსებს შესრულებული გაყიდვებიდან
- ტრენინგებს და პროფესიულ განვითარებას
- მეგობრულ და მოტივირებულ გუნდს
სამუშაო გრაფიკი:
5 (ხუთი) სამუშაო დღე კვირაში (10:00-18:00)
უპირატესობები:
- ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა