უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
დეველოპერული კომპანია "თეთრი კვადრატი" არის ბიქეი ჰოლდინგში შემავალი დეველოპერული კომპანია. ბიქეი ჰოლდინგი აერთიანებს სამშენებლო კომპანია "ბიქეი ქონსთრაქშენს", სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ს და დეველოპერულ კომპანია "თეთრ კვადრატს"
"თეთრი კვადრატი" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილებას
- MS Office პროგრამების ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
- ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის უნარი
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტებთან კომუნიკაცია, შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება
- მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების წარმატებით დასრულება
- შეთავაზებების მომზადება
- CRM სისტემაში კლიენტთა ბაზაზე მუშაობა
გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!