უძრავი ქონების გაყიდვების კონსულტანტი
Loop Agency აცხადებს ვაკანსიას: უძრავი ქონების აგენტი
Loop Agency ეძებს წარმატებაზე ორიენტირებულ ხალხს. თუ ეძებ მხოლოდ სამსახურს, ეს განცხადება შენთვის არ არის. თუ გჯერა, რომ შენი ცხოვრების ხარისხი, შემოსავალი და პროფესიული განვითარება შენზეა დამოკიდებული, მაშინ სწორედ იმ გუნდს მიაგენი, რომელსაც ეძებდი.
ვინ ვართ?
Loop Agency არის პრემიუმ უძრავი ქონების სააგენტო, რომელიც მუშაობს ექსკლუზიური პარტნიორობის პრინციპით. ჩვენთვის უძრავი ქონება მხოლოდ გარიგებები არ არის. ჩვენ ვქმნით ურთიერთობებს, რომლებიც ნდობაზე, პროფესიონალიზმსა და გრძელვადიან პარტნიორობაზე დგას. ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს — ვეძებთ ადამიანებს, რომელთა ცხოვრებისეული ხედვები და ღირებულებები ჩვენსას ემთხვევა. ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ, რომ ნდობა ყველაფრის საფუძველია, წარმატება კი დისციპლინის, შრომისა და მუდმივი განვითარების შედეგი. ჩვენი ყველაზე დიდი ინვესტიცია სწორედ ასეთი ადამიანები არიან.
ვის ვეძებთ?
გამოცდილება უპირატესობაა, მაგრამ არა გადამწყვეტი.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იყო:
- პასუხისმგებლიანი;
- დისციპლინირებული;
- თვითმოტივირებული;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- ძლიერი კომუნიკაციის უნარის მქონე;
- შედეგზე ორიენტირებული;
- აზარტული;
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა დამატებითი უპირატესობა იქნება;
რას გთავაზობთ?
- შეუზღუდავ საკომისიო სისტემას;
- პროფესიონალურ ტრენინგებსა და მენტორობას;
- თანამედროვე CRM-სა და ძლიერ მარკეტინგულ მხარდაჭერას;
- გუნდს, რომელიც შენს განვითარებაში ყოველდღიურად დებს ინვესტიციას;
- რეალურ შესაძლებლობას, შექმნა მაღალი შემოსავალი საკუთარი შედეგებით;
- კარიერულ გარემოს, სადაც შენი ზრდის ერთადერთი ზღვარი შენივე მიზნებია.
სამუშაო პირობები:
თბილისი, ვაკე, ნიკოლოზ ყიფშიძე N9
ორშაბათი – პარასკევი | 10:00 – 18:00
ანაზღაურება: საკომისიო სისტემა — შემოსავლის ზედა ზღვრის გარეშე.
ერთი კითხვა საკუთარ თავს
ხუთი წლის შემდეგ იამაყებ იმ გადაწყვეტილებით, რომელსაც დღეს მიიღებ?
თუ პასუხი „კი“ არის და მზად ხარ არა უბრალოდ სამსახურისთვის, არამედ კარიერისთვის, რომელიც შენს ცხოვრებას შეცვლის, გამოგზავნე CV და რამდენიმე წინადადება საკუთარ თავზე.
უპირატესობები:
- ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
- პარკინგის ადგილის უზრუნველყოფა
- ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
- კარიერული განვითარების ქოუჩინგი
- ბონუსები და წახალისება