უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი/ბროკერი — MyHomeSale

MyHomeSale

უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი/ბროკერი

₾10900 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

MyHomeSale აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების აგენტის/ბროკერის პოზიციაზე.

პირობები:

  • ჩვენ გთავაზობთ ყველაზე მაღალ, 70%-იან ბონუსურ სისტემას, სადაც საშუალო შემოსავალი 1500-დან 10900 ლარამდე მერყეობს.
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 11:00-დან 19:00-მდე.
  • პროფესიული განვითარება: ჩვენთან თქვენ მიიღებთ საფუძვლიან ცოდნას და პრაქტიკულ უნარებს, რაც დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული და კვალიფიციური ბროკერი.
  • კომფორტული სამუშაო გარემო: იმუშავეთ თანამედროვე და კეთილმოწყობილ ოფისში.

მისამართი: თბილისი, გურამიშვილის #30 მეტრო ღრმაღელესთან

ძირითადი მოვალეობები:

  • უძრავი ქონების მეპატრონეებთან აქტიური კომუნიკაცია.
  • პორტალებზე და სოციალურ ქსელებში განცხადებების განთავსება და განახლება.
  • მომხმარებლებთან შეხვედრების ორგანიზება და უძრავი ქონების დათვალიერება.
  • კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების წარმატებით დასრულება.

აუცილებელი მოთხოვნები: გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.