უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი — Pini.ge

Pini.ge

უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

pini.ge აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების აგენტის პოზიციაზე

ვეძებთ პასუხისმგებლობიან, მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანებს, რომლებსაც სურთ პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობა და უძრავი ქონების სფეროში კარიერული წინსვლა.

სასურველია გამოცდილება უძრავი ქონების სფეროში ან გაყიდვების მიმართულებით. უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00-18:00.
  • ანაზღაურება: სრულად გამომუშავებაზე დამოკიდებული.
  • მისამართი: თბილისი, მინდელის ქ. 12.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება.
  • შეხვედრების დაგეგმვა და წარმართვა.
  • უძრავი ქონების განცხადებების ატვირთვა ჩვენი პროგრამის დახმარებით.
  • შემოსულ ზარებსა და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა.

რას გთავაზობთ:

  • გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან მუშაობას.
  • პროფესიონალი გაყიდვების მენეჯერებისგან სწავლას.
  • თეორიულ ტრენინგებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
  • მაღალი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას, თქვენი შედეგების შესაბამისად.
  • განცხადებების ატვირთვის გამარტივებულ პროგრამას.
  • თვეში 2 თავისუფალ დღეს — Day Off.
  • დასვენებას შაბათ-კვირას და ოფიციალურ უქმე დღეებში.

სამუშაოდ უზრუნველყოფილი იქნებით:

  • სამუშაო ლეპტოპით.
  • კორპორაციული ნომრითა და ულიმიტო სასაუბრო დროით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია: პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობა, კომუნიკაციის უნარი და შედეგზე ორიენტირებულობა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!