უძრავი ქონების ბროკერი — Hill City

Hill City

უძრავი ქონების ბროკერი

₾9000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "Hill City" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების ბროკერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაკე/საბურთალო

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 11:00 -დან 19:00 საათამდე;

პოზიციის მიზანია გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.

მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სულ მცირე 2 წელი (პრიორიტეტი მიენიჭება უძრავი ქონების მიმართულებით გამოცდილებას)
  • უმაღლესი განათლება.
  • ენების ცოდნა: ქართული - სრულყოფილად, რუსული, ინგლისური - სასურველია სასაუბრო დონეზე;

ფუნქციები:

  • კლიენტებთან სატელეფონო და წერილობითი სახით კომუნიკაცია - პროდუქტის შეთავაზება.
  • კომპანიის გაყიდვების ქსელის გაფართოება.
  • გასაყიდი ქონების საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა
  • მომხმარებელთა საკუთარი ბაზის ფორმირება და მართვა.
  • დაინტერესებული მომხმარებლისთვის გასაყიდი ქონების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და ადგილზე ჩვენება.

აუცილებელი უნარები:

  • ურთიერთობის სწრაფად და მარტივად დამყარების უნარი (კომუნიკაბელურობა)
  • მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი
  • გაყიდვების უნარი (დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაცია)
  • გამართულად მეტყველების და წერის უნარი
  • დაძაბულ, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • მიზანსწრაფული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
  • ორგანიზებულობა, პრეზენტაბელურობა, პუნქტუალურობა.
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

ანაზღაურება: სახელფასო ზღვარი 2000 - 9000 ლარი (სრულად გამომუშავებით, დამოკიდებულია აქტიურობასა და შრომისმოყვარეობაზე) განისაზღვრება გაყიდული უძრავი ქონებიდან კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლის 40%-60%-ით

სტაჟირება: ორი კვირა