უძრავი ქონების აგენტის ბროკერი — Keyline Group

Keyline Group

უძრავი ქონების აგენტის ბროკერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

უძრავი ქონების სააგენტო "Keyline Group" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის ბროკერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 10:00 - 17:00 (დასვენება კვირა დღე და კიდევ ერთი დასვენების დღე შერჩევით კვირის განმავლობაში)

ანაზღაურება: სრულად გამომუშავებით: 1, 500 - 8, 000+ ₾ (მზარდი საბროკერო პროცენტი)

გახდით ჩვენი მზარდი და მეგობრული გუნდის წევრი. ჩვენთან სრულად შეისწავლით პროფესიას და დაგეხმარებით მაღალი შედეგების სწრაფად მიღწევაში.

ძირითადი მოვალეობები:

  • უძრავი ქონების ბაზრის მონიტორინგი და ახალი ობიექტების მოძიება;
  • განცხადებების განთავსება და მართვა წამყვან უძრავი ქონების პორტალებზე;
  • პოტენციურ მყიდველებთან, დამქირავებლებთან და მესაკუთრეებთან კომუნიკაცია;
  • შეხვედრების, ობიექტების ჩვენებებისა და მოლაპარაკებების წარმართვა;
  • გარიგებების წარმატებით დასრულებამდე პროცესის თანხლება და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად (გამოცდილების არქონის შემთხვევაში, საქმეს შეგასწავლით ადგილზე);
  • გამართული და დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური ან რუსული სასაუბრო დონეზე) ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და ინტერნეტის საბაზისო ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • მიზანდასახულობა და მაღალი შედეგების მიღწევის მოტივაცია;
  • მოლაპარაკებებისა და დარწმუნების უნარი;
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობისა და ჯანსაღი სამუშაო ეთიკის პატივისცემა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • კომპეტენტურ ანაზღაურებას: გამომუშავებული თანხა დამოკიდებულია თქვენს აქტიურობაზე (მზარდი საკომისიო სისტემა + დამატებითი ბონუსები);
  • საფუძვლიან მომზადებას: გაყიდვების ტექნიკების, მოლაპარაკებებისა და უძრავი ქონების სპეციფიკის პრაქტიკულ სწავლებას უშუალოდ გამოცდილი მენტორისგან;
  • სამუშაო ინსტრუმენტებს: კორპორაციულ ნომერს ულიმიტო პაკეტით, სარეკლამო ბიუჯეტს წამყვან პორტალებზე და სამუშაო ტექნიკას;
  • პიროვნულ და კარიერულ ზრდას: პატარა და სწრაფად მზარდი გუნდის უპირატესობა — თქვენი წარმატება მაშინვე შეინიშნება და გაქვთ სწრაფი დაწინაურების შანსი;
  • მეგობრულ და უშუალო სამუშაო გარემოს: მხარდამჭერ გუნდს, სადაც თითოეული წევრის აზრი და ინიციატივა მნიშვნელოვანია.
  • დასვენება: 2 დღე კვირაში.