უძრავი ქონების აგენტი — Terraiberia

Terraiberia — ლოგო
Terraiberia

უძრავი ქონების აგენტი

₾5000 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "Terraiberia" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების რეალტორის თანამდებობაზე. გამოცდილება აუცილებელი არ არის. ადგილზე შევასწავლით საქმიანობას, რომელიც თქვენს მოვალეობებშიც შევა.

ძირითადი მოვალეობები:

  • უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი და მიმდინარე ტენდენციების მონიტორინგი
  • კლიენტებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი უძრავი ქონების შეთავაზება
  • ობიექტების ჩვენება, პრეზენტაცია და დეტალური ინფორმაციის მიწოდება პოტენციური მყიდველებისთვის ან დამქირავებლებისთვის
  • გაყიდვების პროცესის სრული მართვა – მოლაპარაკებების წარმოება, ხელშეკრულებების მომზადება და ტრანზაქციების მხარდაჭერა
  • უძრავი ქონების ბაზარზე არსებული შეთავაზებების მუდმივი განახლება და ბაზის მართვა
  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, მათ შორის ონლაინ პლატფორმებზე განცხადებების განთავსება
  • კომპანიის სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დაცვა ყოველდღიურ საქმიანობაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება სავალდებულო არ არის.
  • კომუნიკაბელურობა და ეფექტური ურთიერთობის უნარი
  • მოტივაცია, პასუხისმგებლობის გრძნობა და სწრაფი სწავლის უნარი
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველება და წერა, უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა

უპირატესობები და სარგებელი:

  • სტაჟირების დასრულების შემდეგ დასაქმების პერსპექტივა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
  • თანამედროვე სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი
  • უძრავი ქონების სფეროში პრაქტიკული ცოდნისა და უნარების შეძენა

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ