უძრავი ქონების აგენტი
ჩვენი გუნდი ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ უძრავი ქონების გაყიდვების აგენტებს. თუ გსურთ დინამიკურ გარემოში მუშაობა, მაღალი შემოსავლის მიღება და პროფესიული ზრდა, ეს ვაკანსია თქვენთვისაა
მოვალეობები:
- კომპანიის ბაზაში არსებულ პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაციის დამყარება (როგორც სატელეფონო, ისე პირისპირი);
- მომხმარებლის მოთხოვნების იდენტიფიცირება და შესაბამისი უძრავი ქონების შეთავაზება;
- ობიექტების ჩვენების ორგანიზება და პრეზენტაცია;
- მოლაპარაკებების წარმოება და გარიგების პროცესის სრული მხარდაჭერა.
მოთხოვნები:
- სასურველია (მაგრამ არა სავალდებულო) სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში;
- გამართული და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა.
უპირატესობები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
- მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობისა და სტრესულ სიტუაციებში მართვის უნარი;
- აქტიური, პოზიტიური და მოტივირებული განწყობა.