უძრავი ქონების აგენტი — Continental Real Estate

Continental Real Estate — ლოგო
Continental Real Estate

უძრავი ქონების აგენტი

₾10000 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ჩვენ ვართ Continental Real Estate - ახალგაზრდა, დინამიური კომპანია, რომელიც დაკომპლექტებულია პერსპექტიული და ენერგიით სავსე პროფესიონალებით.

ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს როგორც პირველად, ისე მეორად უძრავი ქონების ბაზარზე და ორიენტირებულია მრავალმხრივ განვითარებაზე. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატების საწინდარი თანამშრომლების მუდმივი პროფესიული ზრდაა, რაც საშუალებას გვაძლევს დავიმკვიდროთ წამყვანი პოზიცია ბაზარზე.

მოვალეობები:

  • უძრავი ქონების ობიექტების ძიება და საიტებზე განთავსება;
  • კლიენტებთან კომუნიკაცია;
  • ობიექტების ადგილზე ჩვენება პოტენციური კლიენტებისთვის;
  • ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა როგორც კლიენტთან ისე მესაკუთრესთან.

მოთხოვნები:

  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Microsoft Office, CRM სისტემები, ან უძრავი ქონების პლატფორმები);
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ქართული ენის სრულყოფილი ფლობა; ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უპირატესობები:

  • არის შრომისმოყვარე;
  • არის მოტივირებული პროფესიული ზრდისთვის;
  • აქვს სწავლის და განვითარების სურვილი;
  • წინა გამოცდილება უძრავი ქონების სფეროში არ არის სავალდებულო - ჩვენ დავაფასებთ თქვენს ნებისმიერ სამუშაო გამოცდილებას და დაგეხმარებით პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.