უძრავი ქონების აგენტი — Advanced Agency

Advanced Agency

უძრავი ქონების აგენტი

₾15000 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

CONVES GROUP აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე. კომპანია საქმიანობს უძრავი ქონების ბაზარზე და ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურებაზე, ეთიკურ სტანდარტებზე და გრძელვადიან თანამშრომლობაზე.

უძრავი ქონების სფერო წარმოადგენს ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და სტაბილურ მიმართულებას, რომელიც იძლევა პროფესიული განვითარების, ფინანსური წინსვლისა და დამოუკიდებელი კარიერის ჩამოყალიბების შესაძლებლობას. აღნიშნული სფერო გამოირჩევა მუდმივი მოთხოვნით, მრავალფეროვანი საქმიანობითა და შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურების სისტემით.

უძრავი ქონების სფეროს ძირითადი პრიორიტეტებია:

  • ფინანსური შედეგების მიღწევა შესრულებული სამუშაოს შესაბამისად
  • პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების უწყვეტი განვითარება
  • ფართო საქმიანი კონტაქტების ჩამოყალიბება
  • ბაზრის აქტიურობა და სტაბილური ოპერაციული გარემო
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის პირობებში
მოვალეობები:
  • პოტენციურ კლიენტებთან პროფესიული კომუნიკაცია;
  • უძრავი ქონების ობიექტების შერჩევა და შეთავაზება;
  • ობიექტების დათვალიერების ორგანიზება;
  • მოლაპარაკებების წარმოება;
  • გარიგებების პროცესის მხარდაჭერა.
მოთხოვნები:
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • შედეგზე ორიენტირებული სამუშაო სტილი;
  • სასურველია უძრავი ქონების ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
უპირატესობები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ