უძრავი ქონების აგენტი — აბშერ გრუპი

აბშერ გრუპი

უძრავი ქონების აგენტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "აბშერ გრუპი" რომელიც არის საქართველოში უცხოელი სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი შემომყვანი ბაზარზე, ეძებს ახალ გუნდის წევრს უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • უძრავი ქონების მოძიება ჩვენი კომპანიის სტუდენტებისთვის;
  • ბინის ჩვენება-დათვალიერება;
  • მოძიებული პროდუქტის განცხადების განთავსება ჩვენს სოციალურ ქსელებში;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამართული კომუნიკაციის უნარი ზეპირად და წერილობით;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 (არაბული ენის ცოდნა, თუნდაც დაწტებით დონეზე ჩაითვლება უპირატესად);
  • კომპიუტერული უნარები, მარტივი საოფისე პროგრამები (word, excel).
  • დროის მენეჯმენტის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • უპირატესად ჩაითვლება, თუ კანდიდატს ეყოლება საკუთარი ავტომობილი, ან ექნება მართვის მოწმობა.

ჩვენი უპირატესობები:

  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული დამოკიდებულება;
  • სამუშაო ინვენტარით უზრუნველყოფა;
  • სტაბილურობის მინიმალური სტანდარტების უზრუნველყოფა თანამშრომლებისთვის ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო.

გრაფიკი: შესაძლოა მოქნილ გრაფიკზე შეთანხმება.

ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ, ფიქსირებული, +ბონუსი მინიმუმ 3000+ ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის შრომისმოყვარეობაზე/ მობილურობაზე/უნარებზე).