უძრავი ქონების აგენტი — Key Group

Key Group

უძრავი ქონების აგენტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

უძრავი ქონების კომპანია "KEY GROUP" ეძებს მოტივირებულ და კომუნიკაბელურ უძრავი ქონების აგენტს.

თუ გსურს განვითარდე უძრავი ქონების სფეროში, გაიუმჯობესო გაყიდვებისა და მოლაპარაკებების უნარები და იმუშაო პროფესიულ გარემოში — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • თანამედროვე და კომფორტულ ოფისს
  • სრულად აღჭურვილ სამუშაო გარემოს
  • ანაზღაურებად სტაჟირებას
  • საქმის ადგილზე, პრაქტიკული გზით შესწავლას
  • პროფესიულ განვითარებასა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
  • კომპანიის ავტომობილით სარგებლობის შესაძლებლობას
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს
  • სავარაუდო მოსალოდნელი ანაზღაურება სტაჟირების შემდგომ 3000 + (ხელფასი + ბონუსი)

ძირითადი მოთხოვნები:

  • ქართული ენის გამართულად ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა — აუცილებელი
  • რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • კომუნიკაციისა და ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი
  • გაყიდვებისადმი და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის სურვილი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • კლიენტებთან პროფესიული და თავაზიანი კომუნიკაცია
  • აქტიური მოსმენისა და კლიენტის საჭიროებების სწორად განსაზღვრის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მოტივაცია და სწრაფად სწავლის უნარი
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი
  • სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-18:00