ტურისტულ სააგენტოებთან ურთიერთობის სპეციალისტი
"Tbilisi Outlet Village" ( www.tbilisioutletvillage.com ) იწვევს მიზანდასახულ და გაყიდვებზე ორიენტირებულ პროფესიონალს ტურისტულ სააგენტოებთან ურთიერთობის სპეციალისტის (Tourism Relations Specialist) პოზიციაზე, მარკეტინგის გუნდში. პოზიციის მთავარი მიზანია ტურისტული ნაკადების მოზიდვა, B2B პარტნიორობის გაფართოება და კორპორატიული გაყიდვების სტიმულირება. ძირითადი მოვალეობები: ** ტურისტულ სააგენტოებთან, ტურ-ოპერატორებთან და გიდებთან აქტიური კომუნიკაცია და პარტნიორული ქსელის განვითარება. ** აუთლეტში ტურისტული ჯგუფების ვიზიტების დაგეგმვა, კოორდინაცია და მასპინძლობა. ** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და B2B გაყიდვების აქტივობების მხარდაჭერა. ** კომპანიებისთვის კორპორატიული სასაჩუქრე ბარათების (Gift Cards) შეთავაზება და გაყიდვების მართვა. ** ერთობლივი მარკეტინგული და პრომო აქტივობების ინიცირება პარტნიორებთან ერთად. ** Network-ის შექმნისა და გრძელვადიანი ბიზნეს-ურთიერთობების შექმნა და შენარჩუნება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება ტურიზმის, გაყიდვების, B2B პარტნიორობის მიმართულებით. ** მოლაპარაკებების წარმოებისა და პრეზენტაციის უნარი. ** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილ დონეზე ფლობა. ** შედეგზე ორიენტირებულობა, პროაქტიულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. რას გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას + ბონუსურ სისტემას მიღწეული შედეგების მიხედვით. ** ჯანმრთელობის დაზღვევას (თანადაფინანსებით). ** ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას. ** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს. სამუშაო პირობები: ** გრაფიკი: სრული განაკვეთი კვირაში - 40 საათი. ** მდებარეობა: თბილისი, კავსაძის N3 და თბილისი, M2GC+3CW Vaziani, Tbilisi (ტრანსპორტირებით).