კონსულტანტი — Tbilisi Outlet Village

Tbilisi Outlet Village — ლოგო
Tbilisi Outlet Village

კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

"Tbilisi Outlet Village" ( www.tbilisioutletvillage.com )ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ კანდიდატს სტუმართა მომსახურების სპეციალისტის (Guest Relations Specialist) პოზიციაზე. თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, გაქვთ სერვისის გაწევის მაღალი კულტურა და გსურთ გახდეთ რეგიონში პირველი საერთაშორისო სტანდარტების აუთლეტ კამპუსის გუნდის წევრი, ეს ვაკანსია შენთვისაა! ძირითადი მოვალეობები: ** პროფესიონალური, თბილი დახვედრა და ვიზიტორებისთვის კონსულტაციის გაწევა (ბრენდების, სერვისების და მიმდინარე აქციების შესახებ). ** სტუმრების მხარდაჭერა ნავიგაციასა და სხვა საორგანიზაციო საკითხის მოგვარებაში. ** ონლაინ კომუნიკაციის არხების მართვა (მათ შორის WhatsApp shopping support). ** სასაჩუქრე ბარათების (Gift Cards) გაყიდვების, გააქტიურებისა და აღრიცხვის პროცესის მხარდაჭერა. ** მომხმარებელთა უკუკავშირის (Feedback) შეგროვება და შესაბამისი რეპორტინგის წარმოება. ძირითადი მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში (სასტუმრო, რითეილი, ტურიზმი ან ქოლ-ცენტრი) ჩაითვლება უპირატესობად. ** ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად). ** გამართული და პოზიტიური კომუნიკაციის უნარი. ** ორგანიზების და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი. რას გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას. ** ჯანმრთელობის დაზღვევას (თანადაფინანსებით). ** ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას. ** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს. სამუშაო პირობები: ** გრაფიკი შეთანხმებით: o სრული განაკვეთი კვირაში - 40 საათი. o ნახევარი განაკვეთი კვირაში - 20 საათი. ** მდებარეობა: თბილისი (M2GC+3CW Vaziani, Tbilisi) (ტრანსპორტირებით).

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ