გაყიდვების მენეჯერი
ტურისტული კომპანია " Nomads Of Georgia" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ გუნდის წევრს, რომელიც დაგვეხმარება კომპანიის გაყიდვების ზრდასა და მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების აქტიური შეთავაზება/გაყიდვა; ** ინდივიდუალური და ჯგუფური ტურისტული პაკეტების შედგენა და რეალიზაცია; ** ახალი, პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მათთან კავშირის დამყარება; ** არსებულ კლიენტებთან მჭიდრო, პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება; ** საჭირო დოკუმენტაციის, ინვოისებისა და ხარჯთაღრიცხვის წარმოება; ** გაწეული საქმიანობის შესახებ პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა აუცილებელია; ** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, PowerPoint, Outlook). სასურველია (ჩაითვლება პლუსად): ** დამატებითი უცხო ენის ცოდნა; ** GCC (სპარსეთის ყურის ქვეყნების) ბაზარზე მუშაობის გამოცდილება. პიროვნული თვისებები: ** ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებების წარმოებისა და პრეზენტაციის უნარი; ** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; ** გუნდური მუშაობის უნარი, მაღალი მოტივაცია და ინიციატივიანობა; ** დროის ეფექტურად მართვისა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. რას გთავაზობთ: ** ფიქსირებული ანაზღაურება: 1700 ლარიდან (კვალიფიკაციის შესაბამისად) + ბონუსი გაყიდვებიდან; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** სამუშაოდ საჭირო ტექნიკით უზრუნველყოფა (ლეპტოპი და კორპორატიული ტელეფონი); ** მეგობრული, დინამიური სამუშაო გარემო და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.