ტურების გაყიდვების აგენტი
"WST Georgia" არის სწრაფად მზარდი ტურისტული კომპანია, რომელიც ბაზარზე 13 წელზე მეტია ოპერირებს.
2025 წელს კომპანია World Travel Awards-ის ნომინანტი გახდა.
ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი წარმატების მთავარი საფუძველი სწორედ ადამიანები არიან — ამიტომ ვქმნით გარემოს, სადაც თანამშრომლებს აქვთ განვითარების, ახალი გამოცდილებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. "WST Georgia"-ში ვაერთიანებთ ტურიზმის, მომსახურების, გაყიდვების, ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებების პროფესიონალებს, რომლებიც საერთო მიზნისთვის — ხარისხიანი გამოცდილების შექმნისთვის — მუშაობენ. თუ გსურს გახდე სწრაფად განვითარებადი გუნდის ნაწილი და ააწყო შენი კარიერა ტურიზმის ინდუსტრიაში, გელოდებით.
"WST Georgia" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე ტურების გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო ფუნქციები:
- ოფისის საოპერაციო მზადყოფნაში მოყვანა სამუშაო დღის დასაწყისში.
- ტურისტული სერვისების (ტურების, ექსკურსიების) და სუვენირების აქტიური შეთავაზება და გაყიდვა.
- ყოველი გაყიდვისას სალარო ჩეკის ამობეჭდვა და მომხმარებლისთვის გადაცემა.
- WhatsApp-ისა და E-mail-ის მეშვეობით შემოსული ჯავშნების/შეკვეთების რეგისტრაცია და დადასტურება.
- სუვენირების სტენდებზე განთავსება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად.
- სუვენირების რაოდენობრივი აღრიცხვა, დეფიციტის გამოვლენა და შესყიდვების მენეჯერთან/პასუხისმგებელ პირთან შეკვეთის დაფიქსირება.
- ჯგუფებისა და ინდივიდუალური ტურისტების დახვედრა, ინსტრუქტაჟი და ტურში გაცილება.
- დღის ბოლოს სალაროს შედარება, Z-რეპორტის (სალარო აპარატის დახურვის ანგარიშის) ამოღება და ფინანსური ანგარიშგება.
- სამუშაო ადგილზე წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნება მთელი დღის განმავლობაში.
მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
- სასურველია გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით, თუმცა არ არის აუცილებელი.
ჩვენ გთავაზობთ:
- სამოტივაციო პროგრამები, შიდა კონკურსები, ექსკურსიები
- მეგობრული სამუშაო გარემო
- ჯანმრთელობის დაზღვევა
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელური;
- თავაზიანი და კეთილგანწყობილი;
- კლიენტზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობიანი;
- პუნქტუალური;
- ორგანიზებული;
- დეტალებისადმი ყურადღებიანი;
- ინიციატივიანი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მოწესრიგებული და ორგანიზებული.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ესტუმრეთ ვებსაიტი: https://wst.ge/