წრაფი კვების ობიექტის ოპერატორი- მარტვილის კანიონის ტერიტორია — კაფე

კაფე

წრაფი კვების ობიექტის ოპერატორი- მარტვილის კანიონის ტერიტორია

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

მარტვილის კანიონის ტერიტორიაზე არსებულ კაფეში ვაცხადებთ ვაკანსიას სწრაფი კვების ობიექტის ოპერატორის პოზიციაზე.

პოზიცია მოიცავს მომხმარებელთა მომსახურებას, შეკვეთების მიღებასა და პროდუქციის მომზადებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

სამუშაო ადგილი: მარტვილის კანიონის ტერიტორია

სამუშაო ხანგრძლივობა: 2 თვე

სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლების პროფესიონალური და კეთილგანწყობილი მომსახურება და პროდუქციის შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • შეკვეთების მიღება, სწორად დამუშავება და დროული შესრულება;
  • მენიუში წარმოდგენილი სწრაფი კვების პროდუქტებისა და სასმელების მომზადება კომპანიის სტანდარტებისა და რეცეპტების შესაბამისად;
  • პროდუქციის ხარისხის, ვიზუალური სტანდარტისა და მომზადების პროცესის კონტროლი;
  • სამზარეულოს მცირე ტექნიკისა და პროფესიული აღჭურვილობის უსაფრთხოდ და სწორად გამოყენება;
  • პროდუქციისა და სამუშაო მარაგების კონტროლი, მათი სათანადო პირობებში შენახვა;
  • სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
  • გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა და მომხმარებლისთვის შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
  • გუნდთან კოორდინირებული მუშაობა და სამუშაო პროცესში საჭირო მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

სამუშაო დატვირთვა

სამუშაო პროცესი ხასიათდება სტაბილური და ზომიერი დატვირთვით. ობიექტი საშუალოდ ემსახურება დღეში 20-30 შეკვეთას, რაც საშუალებას იძლევა სამუშაო პროცესი წარიმართოს ორგანიზებულად და ხარისხზე ორიენტირებულ გარემოში, მუდმივი მაღალი ინტენსივობისა და უწყვეტი მომხმარებელთა ნაკადის გარეშე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კვების ობიექტში, სწრაფი კვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 თვიანი გამოცდილება;
  • მომხმარებელთან კომუნიკაციისა და მომსახურების კარგი უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და მოწესრიგებულობა;
  • სწრაფი სწავლისა და ახალი უნარების ათვისების უნარი;
  • სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის მაღალი სტანდარტი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაო პროცესში ტექნიკისა და აღჭურვილობის უსაფრთხოების წესების დაცვის პასუხისმგებლობა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00;
  • ფიქსირებული ანაზღაურება: 1200 ლარი;
  • ბონუსი გაყიდვებიდან: საშუალოდ 500 ლარი თვეში;
  • საცხოვრებელი: უზრუნველყოფს კომპანია;
  • კვება: უზრუნველყოფს კომპანია;
  • სამუშაო ადგილი: მარტვილის კანიონის ტერიტორია — გამორჩეული ბუნებრივი გარემო;
  • დასაქმების ხანგრძლივობა: 2 თვე.

თუ ხარ პასუხისმგებლიანი, კომუნიკაბელური და ორგანიზებული ადამიანი და გსურს სეზონურად იმუშაო ტურისტულ, სასიამოვნო და გამორჩეულ გარემოში, გელოდებით ჩვენს გუნდში.