მზარეული — Café Eight 8

Café Eight 8 — ლოგო
Café Eight 8 პრემიუმი

მზარეული

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

Café Eight 8 წარმოადგენს სოლოლაკში მდებარე კვების ობიექტს, რომლის კონცეფცია აერთიანებს საუზმის კულტურას, მრავალფეროვან გასტრონომიულ გამოცდილებასა და ღვინის საღამოს ფორმატს.

ჩვენი საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტებია პროდუქციის მაღალი ხარისხი, მომსახურების მაღალი სტანდარტი და სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სოლოლაკი, ამაღლების ქუჩა №8

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, დღეში 9 საათი.

ანაზღაურება: საათობრივი, დეტალები განიხილება გასაუბრების ეტაპზე

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საუზმის მენიუში წარმოდგენილი კერძების მომზადება;
  • ინგრედიენტების წინასწარი დამუშავება და მომზადება
  • გამოყენებული პროდუქტების ხარისხისა და ვარგისიანობის კონტროლი;
  • პროდუქტების შენახვის პირობებისა და ვადების კონტროლი;
  • საჭირო პროდუქტების მარაგების კონტროლი და პასუხისმგებელი პირის დროული ინფორმირება;
  • სამუშაო სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • სურსათის უვნებლობის, სანიტარიულ-ჰიგიენური და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში მენიუს განვითარებისა და გაუმჯობესების პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მზარეულის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საუზმის მენიუზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კერძების მომზადების ძირითადი ტექნოლოგიების ცოდნა;
  • სამზარეულოს პროფესიონალურ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება.
  • სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის ძირითადი სტანდარტების ცოდნა;
  • შესაბამისი პროფესიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად

ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ Café Eight 8-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები კანდიდატთა შერჩევისა და დასაქმების მიზნებისთვის.

კომპანია თქვენს პერსონალურ მონაცემებს შეინახავს რეზიუმეს მიღებიდან 1 წლის ვადით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიებზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ან მოითხოვოთ მათი წაშლა კომპანიისთვის წერილობით მიმართვის გზით, ელექტრონულ მისამართზე: Cafe.Eight.8.Info@gmail.com.