ბარისტა
Café Eight 8 წარმოადგენს სოლოლაკში მდებარე კვების ობიექტს, რომლის კონცეფცია აერთიანებს საუზმის კულტურას, მრავალფეროვან გასტრონომიულ გამოცდილებასა და ღვინის საღამოს ფორმატს.
ჩვენი საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტებია პროდუქციის მაღალი ხარისხი, მომსახურების მაღალი სტანდარტი და სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სოლოლაკი, ამაღლების ქუჩა №8
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, დღეში 9 საათი.
ანაზღაურება: საათობრივი, დეტალები განიხილება გასაუბრების ეტაპზე
ფუნქცია-მოვალეობები:
- ყავისა და ყავაზე დაფუძნებული სასმელების მომზადება;
- ცხელი და ცივი სასმელების მომზადება დადგენილი რეცეპტის შესაბამისად;
- ყავის მარცვლების დაფქვის პარამეტრებისა და ექსტრაქციის ხარისხის კონტროლი;
- სასმელების გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური გაფორმების სტანდარტების დაცვა;
- სტუმრებისთვის სასმელების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი რეკომენდაციების გაწევა;
- ყავის აპარატისა და სამუშაო ინვენტარის ყოველდღიური გაწმენდა და მოვლა;
- ბარის სამუშაო სივრცის მომზადება სამუშაო დღის დაწყებამდე;
- ყავის, რძის, სიროფებისა და სხვა საჭირო პროდუქტების მარაგების კონტროლი;
- პროდუქტების შენახვის პირობებისა და ვარგისიანობის ვადების კონტროლი;
- სანიტარიულ-ჰიგიენური და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბარისტას პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
- ყავის სახეობებისა და მომზადების ძირითადი მეთოდების ცოდნა;
- პროფესიონალურ ყავის აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ Café Eight 8-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები კანდიდატთა შერჩევისა და დასაქმების მიზნებისთვის.
კომპანია თქვენს პერსონალურ მონაცემებს შეინახავს რეზიუმეს მიღებიდან 1 წლის ვადით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიებზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით.
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ან მოითხოვოთ მათი წაშლა კომპანიისთვის წერილობით მიმართვის გზით, ელექტრონულ მისამართზე: Cafe.Eight.8.Info@gmail.com.