სასტუმროს მმართველი — სოლრიჯი

სოლრიჯი

სასტუმროს მმართველი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
სასტუმრო "SOLRIDGE"-ი აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მმართველის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, შედეგზე ორიენტირებულ და გამოცდილ ლიდერს, რომელიც სრულად ჩაიბარებს სასტუმროს ყოველდღიურ ოპერაციულ მართვას, უზრუნველყოფს სტუმრებისთვის უმაღლესი სტანდარტის სერვისის მიწოდებას და იზრუნებს ობიექტის ფინანსურ ზრდასა და რეპუტაციაზე.

სამუშაოს აღწერა/ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს ყველა დეპარტამენტის (მიმღები, დასუფთავება, კვება, ტექნიკური სამსახური, უსაფრთხოება) გამართული და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
** სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების მკაცრი კონტროლი: ნომრების, საერთო სივრცეებისა და გარე პერიმეტრის ყოველდღიური ინსპექტირება.
** სტუმრების მიღებისა და მომსახურების უმაღლესი სტანდარტების დანერგვა და ყოველდღიური კონტროლი;
** სტუმრების უკუკავშირის მონიტორინგი საერთაშორისო პლატფორმებზე და რეიტინგის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** რთული ან კონფლიქტური სიტუაციების დროული, პროფესიონალური და სტუმარზე ორიენტირებული გადაჭრა;
** სასტუმროს ბიუჯეტის შედგენა, შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლი, ფინანსური და ოპერაციული რეპორტინგის მომზადება დამფუძნებლებისთვის;
** პერსონალის შერჩევა, თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკების შედგენა, დისციპლინისა და შინაგანაწესის დაცვის კონტროლი, გუნდური და პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის, სტუმარმასპინძლობის ან მომიჯნავე სფეროში;
** სასტუმროს მმართველის ან ოპერაციული მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართულად და თავისუფლად საუბრის უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასტუმროს გასაყიდი არხებისა და სასტუმროს მართვის პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და ვადების დაცვის უნარი;
** ლიდერობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში სწრაფი და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებასა და გამჭვირვალე საბონუსე სისტემას;
** პროფესიული განვითარებისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების თავისუფლებას;
** მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს.

სამუშაო ადგილი: თბილისი (სოლოლაკი)
სამუშაო განაკვეთი: სრული

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + საბონუსე სისტემა. კვალიფიციური კადრისთვის სახელფასო შეთავაზება იქნება შესაბამისად მაღალი და კონკურენტუნარიანი.