ცივი კერძების მზარეული — სასტუმრო ხედი

სასტუმრო ხედი — ლოგო
სასტუმრო ხედი

ცივი კერძების მზარეული

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ვაკანსია: ცივი კერძების მზარეული (Cold Kitchen Line Cook)

რესტორანი „ხედი“ / Khedi Hotel (შპს „ხედი“)

მდებარეობა: თბილისი, ავლაბარი, ქეთევან წამებულის 24(ავლაბრის მეტროდან 5 წუთი)

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ცვლიანი გრაფიკი)

ჩვენს შესახებ:

ავლაბრის ისტორიულ ნაწილში მდებარე პრემიუმ კლასის 57-ნომრიანი სასტუმრო „ხედი“ (Khedi Hotel) აცხადებს ვაკანსიას ცივი კერძების მზარეულის პოზიციაზე, ჩვენს ავთენტურ, ქართულ-ევროპულ რესტორან „ხედში“. ჩვენი რესტორანი სტუმრებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის გასტრონომიულ გამოცდილებას, სადაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მდიდარ, ავთენტურ ცივ კერძებსა და სალათებს.

ჩვენ ვეძებთ პროფესიონალ, ენერგიულ და დეტალებზე ორიენტირებულ გუნდის წევრს, რომელსაც სურს განვითარდეს მასპინძლობის წამყვან ინდუსტრიაში და თავისი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის დაუვიწყარი გასტრონომიული შთაბეჭდილებების შექმნაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კერძების მომზადება და გაფორმება: ცივი კერძების, სალათების, სოუსებისა და დრესინგების მომზადება, აწონვა და ესთეტიკური გაფორმება ტექნოლოგიური ბარათებისა და რეცეპტურის ზუსტი დაცვით;
  • სამუშაო ზონის მომზადება: ცვლის დასაწყისში სამუშაო სივრცის მოწესრიგება, ინგრედიენტებისა და ნახევარფაბრიკატების წინასწარ გამზადება შეუფერხებელი მუშაობისთვის;
  • მარაგების მართვა: პროდუქციის სწორი შენახვა, პრინციპის დაცვა, 100%-იანი ეტიკეტირება და დანაკარგების მინიმიზაცია;
  • სანიტარია და ჰიგიენა: სამუშაო ზედაპირების, მაცივრებისა და ინვენტარის იდეალური სისუფთავის შენარჩუნება, ფერადი დაფების სწორი გამოყენება და კვების უსაფრთხოების სტანდარტების მკაცრი დაცვა;
  • გუნდურობა: მჭიდრო თანამშრომლობა შეფ-მზარეულთან, სუ-შეფებთან და დამხმარე სტაფთან გუნდთან სამზარეულოს შეუფერხებელი ოპერირებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ცივი სექციის მზარეულის პოზიციაზე (სასტუმროში ან პრემიუმ კლასის რესტორანში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად);
  • ცივი კერძებისა და სალათების მომზადების ტექნოლოგიის ცოდნა და ტექნოლოგიურ ბარათებთან მუშაობის უნარი;
  • სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და კვების უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
  • პროფესიული/საშუალო კულინარიული განათლება ჩაითვლება ბონუსად.

პიროვნული უნარები:

  • პუნქტუალურობა, სისწრაფე, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებისა და სისუფთავის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება;
  • გუნდური მუშაობისა და კოლეგებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დატვირთულ და დინამიკურ გარემოში ხარისხიანად მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებასა და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • უფასო კვებას თანამშრომელთა სასადილოში;
  • პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობებს პრემიუმ ბრენდში.

როგორ მოგვმართოთ:

21.09.2026 - ის ჩათვლით.

სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „ცივი კერძების მზარეული - ხედი“, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს „ხედმა“ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!