მთავარი მცხობელი — Wilbour Holding

Wilbour Holding — ლოგო
Wilbour Holding

მთავარი მცხობელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
"Wilbour Holding"-ი 2026 წლის შემოდგომაზე თბილისში, ირაკლი აბაშიძის #30-ში BRØD the Bakery-ს ახალ ობიექტს ხსნის! პირველი BRØD the Bakery ჩვენმა გუნდმა 2025 წელს ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე გახსნა.

"Wilbour Holding"-მა აქამდე განხორციელებული სხვა პროექტების ფარგლებში საქართველოში ისეთი ბრენდები შემოიყვანა, როგორიცაა IZIPIZI (ფრანგული სათვალეების ბრენდი), MessyWeekend (დანიური სათვალეების ბრენდი) და სხვა.

ამჟამად ჩვენს გუნდში ვეძებთ მთავარ მცხობელს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პურის, ფუნთუშეულისა და ობიექტის მენიუში არსებული სხვა პროდუქციის მომზადება, სამუშაო პროცესის ზედამხედველობა;
** პროდუქციის მომზადების ეტაპების დაგეგმვა და კოორდინაცია, დროისა და რესურსების ოპტიმიზაცია;
** თანამშრომელთა გუნდის მართვა, მათი სამუშაო გრაფიკების შედგენა;
** თანამშრომელთა დატრენინგება, საჭიროებისამებრ;
** ახალი პროდუქტისა და მენიუების შემუშავება, მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** საცხობის, პროდუქციისა და თანამშრომელთა სამუშაო შედეგების ხარისხის კონტროლი, გასაუმჯობესებელ საკითხთა ინიცირება უშუალო ხელმძღვანელთან;
** მარაგებისა და სასაწყობე სივრცის მართვა/მონიტორინგი, მარაგების ოპტიმალური განაწილება;
** სასაწყობე თუ სხვა პროდუქტების მიღება და სწორად განთავსება;
** სამუშაო გარემოს ეფექტურად და ორგანიზებულად შენარჩუნება;
** საცხობის/სამზარეულოს მოწყობილობების უსაფრთხოდ და სწორად გამოყენების უზრუნველყოფა, მოწყობილობების ტექნიკური მონიტორინგი და სათანადო ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელ პირთან;
** სამზარეულოს სისუფთავის და ჰიგიენის დაცვა HACCP-ის სტანდარტების მიხედვით. თანამშრომელთა მიერ სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები;
** პასუხისმგებლიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარები;
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "ვილბურ ჰოლდინგმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.