ჭურჭლის მრეცხავი — Café Eight 8

Café Eight 8 — ლოგო
Café Eight 8

ჭურჭლის მრეცხავი

₾საათობრივი ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

Café Eight 8 წარმოადგენს სოლოლაკში მდებარე კვების ობიექტს, რომლის კონცეფცია აერთიანებს საუზმის კულტურას, მრავალფეროვან გასტრონომიულ გამოცდილებასა და ღვინის საღამოს ფორმატს.

ჩვენი საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტებია პროდუქციის მაღალი ხარისხი, მომსახურების მაღალი სტანდარტი და სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სოლოლაკი, ამაღლების ქუჩა №8

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, დღეში 9 საათი.

ანაზღაურება: საათობრივი, დეტალები განიხილება გასაუბრების ეტაპზე

ფუნქცია-მოვალეობები:

  • გამოყენებული ჭურჭლის, სამზარეულოს ინვენტარისა და დამხმარე ხელსაწყოების რეცხვა;
  • ჭურჭლისა და ინვენტარის შესაბამისი წესით გაშრობა და დეზინფექცია;
  • სუფთა ჭურჭლის დახარისხება და განკუთვნილ ადგილებზე განთავსება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • დასუფთავებისა და ჰიგიენის ძირითადი წესების ცოდნა

ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ Café Eight 8-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები კანდიდატთა შერჩევისა და დასაქმების მიზნებისთვის.

კომპანია თქვენს პერსონალურ მონაცემებს შეინახავს რეზიუმეს მიღებიდან 1 წლის ვადით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიებზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

თქვენ უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ან მოითხოვოთ მათი წაშლა კომპანიისთვის წერილობით მიმართვის გზით, ელექტრონულ მისამართზე: Cafe.Eight.8.Info@gmail.com.