ცივი გაყიდვების მენეჯერი — ტერავიტა +

ტერავიტა +

ცივი გაყიდვების მენეჯერი

₾4000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

TeraVita — ამბიციური და ინოვაციური კომპანიაა პროდუქტების შთამბეჭდავი პორტფოლიოთი, რომელიც სწრაფად აფართოებს თავის წარმომადგენლობას საერთაშორისო ბაზარზე.

ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ სანდო მწარმოებლების უმაღლესი ხარისხის მცენარეულ პროდუქტებს — ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს (ბადებს).

ჩვენ ვმუშაობთ მოთხოვნად პროდუქციასთან და აქტიურად ვაფართოებთ მომხმარებლების ბაზას. ამჟამად, განმეორებითი გაყიდვების განყოფილებაში ვეძებთ გაყიდვების მენეჯერებს.

ანაზღაურება 2000-4000₾

რას გთავაზობთ:

  • ღირსეულ შრომის ანაზღაურებას — საათობრივ ანაზღაურებას პლუს უამრავ ბონუსს მუშაობის შედეგების მიხედვით;
  • თქვენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
  • სტაბილურ ანაზღაურებას ყოველგვარი შეფერხების გარეშე;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს: 5/2 მცოცავი დასვენების დღეებით;
  • ასორტიმენტში გაყიდვების თვალსაზრისით ტოპ-პროდუქტებს;
  • უფასო პროფესიონალურ სწავლებას კომპანიისგან: ტრენინგებსა და ვებინარებს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

თქვენი მოვალეობები:

  • ზარების განხორციელება კლიენტების ბაზაში;
  • კლიენტთან დიალოგისას გაყიდვების სკრიპტით (შაბლონით) მუშაობა;
  • წამოჭრილი წინააღმდეგობების/პრეტენზიების დამუშავება;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება და CRM სისტემაში მუშაობა.

მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • ქართული ენის თავისუფლად ფლობა;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი, შედეგზე ორიენტირებულობა;
  • კარგი კომუნიკაციური უნარები, სტრესგამძლეობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომპიუტერული ცოდნა (საშუალო დონეზე).

როგორ შემოგვიერთდეთ:

თუ მზად ხართ განვითარდეთ და იმუშაოთ პერსპექტიულ პროექტებზე, ეს ვაკანსია თქვენთვისაა!