წინასწარი გაყიდვების ინჟინერი
ვეძებთ პრისეილის ინჟინერს, რომელიც გაყიდვების გუნდში კლიენტებთან მუშაობის ტექნიკური ლიდერი იქნება. პირველი შეხვედრიდან გარიგების დახურვამდე იმუშავებს გაყიდვებთან ერთად და კლიენტის საჭიროებებსა და ბიზნეს-პრობლემებს გადააქცევს ტექნიკურად გამართულ, კონკურენტულ და კლიენტისთვის ნათლად ღირებულ გადაწყვეტად.
მიმართულება: ტექნოლოგიების და ინოვაციის
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მონაწილეობა კლიენტებთან შეხვედრებში (მათ შორის IT ლიდერებთან და მენეჯმენტთან) და ტექნიკურ კითხვებზე პასუხისმგებლობა;
** კლიენტის ბიზნეს-გამოწვევებისა და ტექნიკური მოთხოვნების გამოვლენა და დოკუმენტირება;
** კლიენტის არსებული გარემოს შეფასება (ინფრასტრუქტურა, cloud, ქსელი, უსაფრთხოება, backup და disaster recovery) და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** კლიენტების კონსულტირება GPU და AI ინფრასტრუქტურის საკითხებზე, გადაწყვეტილებების დასაზღვრა AI/ML დატვირთვებისთვის;
** შესაძლებლობების კვალიფიცირება და ტექნიკური განხორციელებადობის შეფასება;
** კლიენტისთვის შესაბამისი მიწოდების მოდელის შერჩევა და რეკომენდაციის გაწევა: Silk Cloud-ის მონაცემთა ცენტრი, კერძო, საჯარო ან ჰიბრიდული cloud-გარემო, მართვადი სერვისები ან პარტნიორული გადაწყვეტები;
** გადაწყვეტის არქიტექტურის, მიგრაციის გეგმებისა და იმპლემენტაციის "საგზაო რუკების" შემუშავება;
** ტექნიკური და კომერციული შეთავაზებების მომზადება და კლიენტისთვის TCO/ROI შედარების წარდგენა (არსებული გარემო vs. შემოთავაზებული გადაწყვეტა);
** BOQ/BOM ფასწარმოქმნა ვენდორებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით;
** ტენდერებისა და RFP/RFI/RFQ პასუხების ტექნიკური ნაწილის ხელმძღვანელობა;
** პრეზენტაციების, დემოებისა და ვორქშოფების ჩატარება;
** გადაწყვეტების დადასტურება შიდა სპეციალისტებთან და ტექნოლოგიურ პარტნიორებთან ერთად;
** კონკურენტების პერმანენტული მონიტორინგი, გაყიდვების გუნდის ტრენინგი და პარტნიორებისთვის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება/მიწოდების უზრუნველყოფა.
მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებაში, ინჟინერიაში ან მონათესავე სფეროში;
** 3-4+ წლის გამოცდილება პრესეილსში, ტექნიკურ გაყიდვებში, ტექნიკურ კონსულტაციაში ან მსგავს როლში;
** ღრმა ტექნიკური ცოდნა ქსელების, cloud-ის, კიბერუსაფრთხოებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით;
** მონაცემთა ცენტრების, ვირტუალიზაციის, backup-ისა და disaster recovery-ის კარგი გაგება;
** გაყიდვების სრული ციკლის ცოდნა, პირველი პრეზენტაციიდან გარიგების დახურვამდე;
** რთული ტექნიკური საკითხების არატექნიკური აუდიტორიისთვის გასაგებად ახსნის უნარი;
** ბაზისური ბიზნეს-ქეისების (TCO/ROI) აგების უნარი;
** პრეზენტაციის, ვორქშოფების წარმართვისა და კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ტექნიკური დოკუმენტაციისა და შეთავაზებების მომზადების ცოდნა;
** B2B გაყიდვების გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების თავისუფალი ფლობა (ზეპირად და წერილობით).
უპირატესობა იქნება:
** ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვებში;
** ვენდორების შესაბამისი სერტიფიკატები (cloud, კიბერუსაფრთხოება, ქსელები);
** სისტემური ინტეგრატორის, cloud პროვაიდერის, ტელეკომ ოპერატორის ან IT სერვისების კომპანიის გამოცდილება;
** მართვადი სერვისებისა და cloud მიგრაციის პროექტებში მუშაობის გამოცდილება.