ავტომობილების გაყიდვების მენეჯერი
ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან გაყიდვების მენეჯერს, რომელიც მომხმარებელს დაეხმარება სასურველი ავტომობილის შერჩევაში და მართავს გაყიდვის პროცესს პირველი კონტაქტიდან შეთანხმების გაფორმებამდე.
ძირითადი მოვალეობები:
** სატელეფონო და ონლაინ მოთხოვნებზე პასუხი და ოფისში მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლის საჭიროებებისა და ბიუჯეტის განსაზღვრა, შესაბამისი ავტომობილებისა და მომსახურების შეთავაზება;
** ავტომობილის მახასიათებლების, შეძენის პირობებისა და მოსალოდნელი ხარჯების განმარტება;
** ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
** დაინტერესებულ მომხმარებლებთან განმეორებითი კომუნიკაცია და გაყიდვის დასრულებაზე მუშაობა;
** ახალი მომხმარებლების მოზიდვა და არსებულ მომხმარებლებთან ურთიერთობის შენარჩუნება;
** მომხმარებლებთან კომუნიკაციისა და შეთანხმებების სამუშაო სისტემაში აღრიცხვა;
** კომპანიის შესაბამის გუნდთან შეძენისა და ტრანსპორტირების საკითხების კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** გამართული ქართული და კარგი საკომუნიკაციო უნარები;
** მომხმარებლის საჭიროებების გამოვლენისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა.
უპირატესობად ჩაითვლება:
** ავტოიმპორტში ან ავტომობილების გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
** Copart-ის, IAA-ისა და Manheim-ის პლატფორმების ცოდნა;
** ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპლექტაციების ცოდნა;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
** CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 12ა;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-18:00;
** ანაზღაურება: გამომუშავებით, გაყიდვების შედეგების მიხედვით. დეტალური პირობები განიხილება გასაუბრებაზე.