წიგნებისა და საკანცელარიო მაღაზიის მენეჯერი — საქართველოს უნივერსიტეტი

საქართველოს უნივერსიტეტი — ლოგო
საქართველოს უნივერსიტეტი

წიგნებისა და საკანცელარიო მაღაზიის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
"საქართველოს უნივერსიტეტი" გთავაზობთ, გახდეთ წიგნებისა და საკანცელარიო მაღაზიის მენეჯერი UG-ში.

ჩვენს პერსონალს დავახვედრებთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს
** უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

** წიგნების და სხვა პროდუქციის მარაგების მართვა და ინვენტარიზაცია;
** პროდუქციის დროული შევსება და კონტროლი;
** ყოველდღიური გაყიდვების პროცესის მართვა (ნაღდი/უნაღდო/ონლაინ);
** ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
** უნივერსიტეტის სკოლებთან თანამშრომლობა სასწავლო ლიტერატურის უზრუნველსაყოფად;
** უნივერსიტეტის გამოცემების რეალიზაცია და დისტრიბუცია;
** ადგილობრივ წიგნის მაღაზიებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
** პარტნიორ მაღაზიებში განთავსებული პროდუქციის ნაშთებისა და გაყიდვების მონიტორინგი;
** წიგნის ბაზრობებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;
** მომხმარებელთა მომსახურება და მაღაზიის ოპერაციების მართვა.

კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ:

** ბაკალავრის ხარისხი (ბიზნესი, ფინანსები, გამომცემლობა ან შესაბამისი სფერო);
** 2-3-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენა (მინ. B2 დონე);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel).

უნარები, რომელიც უნდა გქონდეთ:

** ორგანიზაციული და ლოჯისტიკური უნარები;
** ფინანსური ანგარიშგების საბაზისო ცოდნა;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** პასუხისმგებლობა და დეტალებზე ფოკუსირება;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.