ციფრული პლატფორმის მთავარი ადმინისტრატორი
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი;
** ანაზღაურება: ფიქსირებული.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** Lion Auction-ის ციფრული პლატფორმისა და Live Auction სისტემის ადმინისტრირება და ფუნქციური გამართულობის უზრუნველყოფა;
** პლატფორმის ადმინისტრაციული მოდულების, პარამეტრებისა და სისტემური კონფიგურაციების მართვა;
** ადმინისტრაციული მომხმარებლების, როლებისა და წვდომის უფლებების მართვა დამტკიცებული უფლებამოსილებების შესაბამისად;
** ავტომობილების განთავსების, აუქციონების, მომხმარებელთა რეგისტრაციისა და ფინანსური მოდულების ფუნქციონირების მონიტორინგი;
** აუქციონის სისტემური პარამეტრებისა და სავაჭრო მექანიზმების გამართულობის კონტროლი;
** კრიტიკული ოპერაციების ავტორიზაციისა და ორმაგი დამტკიცების (Four-Eyes Principle) მექანიზმის დაცვის უზრუნველყოფა;
** პლატფორმაზე მონაცემების სიზუსტისა და ადმინისტრაციული ოპერაციების ხარისხის კონტროლი;
** ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება, რეგისტრაცია და მათი აღმოფხვრის კოორდინაცია IT გუნდთან და გარე მომწოდებლებთან;
** ახალი ფუნქციონალის დანერგვის, სისტემური ცვლილებებისა და ტესტირების პროცესების კოორდინაცია;
** პლატფორმის ადმინისტრირების პროცესების გაუმჯობესება, სამუშაო ინსტრუქციების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით;
** ციფრული პლატფორმების, Marketplace-ის, e-commerce-ის ან ბიზნესსისტემების ადმინისტრირების გამოცდილება;
** მომხმარებელთა ანგარიშების, როლებისა და წვდომის უფლებების მართვის პრაქტიკული ცოდნა;
** ონლაინ აუქციონების, ტრანზაქციული სისტემებისა და ციფრული ბიზნესპროცესების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** სისტემური კონფიგურაციების, მონაცემთა ხარისხისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** IT გუნდებთან და ტექნოლოგიურ მომწოდებლებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება, პრობლემების გადაჭრის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და კოორდინაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და კონფიდენციალურობის დაცვა;
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა.
შპს "ლაიონ აუქციონი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.