წამყვანი ანიმატორი/ანიმატორების ხელმძღვანელი — ჯინო აკვაპარკი

ჯინო აკვაპარკი

წამყვანი ანიმატორი/ანიმატორების ხელმძღვანელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კურორტი თბილისში "ჯინო აკვაპარკი" და დაბადების დღის ცენტრი "ჯინო ჯუნიორი" უკვე 12 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოს სთავაზობს სტუმრებს! ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ დაუვიწყარ განწყობაზე ზრუნავს, აცხადებს ვაკანსიას წამყვანი ანიმატორის/ანიმატორების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ. #9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ანიმაციური და დაბადების დღის პროგრამების შემუშავება;
  • დღის განმავლობაში გასართობი აქტივობების ჩატარების უზრუნველყოფა;
  • დაგეგმილი თემატური ღონისძიებებისა და შოუ-პროგრამების მაღალ დონეზე ჩატარება;
  • მოცეკვავე ანიმატორების გუნდის დაკომპლექტებაში ჩართულობა და მათი ეფექტური მართვა;
  • სტუმრების ინფორმირება აქტივობებთან დაკავშირებით, მათი დაინტერესება და ჩართულობის უზრუნველყოფა;
  • სტუმრებისა და იუბილარების მაქსიმალურად პოზიტიურ განწყობაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქორეოგრაფიული ან თანამედროვე ცეკვების მიმართულებით გამოცდილება;
  • ანიმაციის ან გასართობი პროგრამების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

შემოგვიერთდი, თუ ხარ:

  • სუპერკომუნიკაბელური და ენერგიული;
  • ხალისიანი და პოზიტიური.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ, შედეგზე და ღონისძიების ჩატარებაზე მიბმულ ანაზღაურებას;
  • დამატებით ბენეფიტებს (კვება, კომპანიის სერვისებით, მათ შორის აკვაპარკით სარგებლობის შესაძლებლობა).

პერსონალურ მონაცემთა დაცვა:

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა, რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ