გერმანულენოვანი გიდი — Travelogia

Travelogia

გერმანულენოვანი გიდი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
შემომყვანი ტურისტული კომპანია Travelogia - "თრეველოგია" ეძებს გერმანულენოვან გიდებს.

გთავაზობთ გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას 2027-2028 წლების ტურისტული სეზონისთვის. მოხარული ვიქნებით ვითანამშრომლოთ როგორც გამოცდილ გიდებთან, ისე დამწყებ კანდიდატებთან და პირებთან, რომლებსაც გიდობის სფეროში განვითარება სურთ.

ძირითადი მოვალეობები:

** გერმანულენოვანი ტურისტული ჯგუფების გიდობა საქართველოში;
** ტურის პროგრამით გათვალისწინებული აქტივობებისა და ვიზიტების ორგანიზებულად წარმართვა;
** ტურისტებისთვის საქართველოს კულტურის, ისტორიისა და ღირსშესანიშნაობების გაცნობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გერმანული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (C1);
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** ტურისტებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** გრძელვადიან თანამშრომლობას 2027-2028 წლების სეზონზე;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** გამოცდილების არმქონე კანდიდატებისთვის, წინასწარი შეთანხმებისა და შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს გიდის პროფესიული კურსის გავლას.
** ანაზღაურება განისაზღვრება შეთანხმებით, გამოცდილებასა და საბაზრო ფასზე დაყრდნობით.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ