კორპორატიული გაყიდვებისა და მხარდაჭერის მენეჯერი
კომპანია „გასა“ (GASA), რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და საქართველოში ისეთი ავიაკომპანიების ოფიციალური სავაჭრო აგენტია, როგორიცაა Pegasus Airlines და Air Arabia, აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვებისა და მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა კომუნიკაციის წარმართვის დონეზე (სასურველია რუსული ენის ცოდნა);
- აუცილებელია ტურიზმის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია გაყიდვების სფეროში (B2B) მუშაობის გამოცდილება;
ამადეუსის პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კორპორატიული მომხმარებლებისთვის ავიაბილეთების, სასტუმროებისა და ტურისტული პაკეტების დაჯავშნა/ორგანიზება;
- კომპანიებთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარება და შენარჩუნება;
- ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
- კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება და ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება;
- კორპორატიული ღონისძიებებისა და ივენთების ორგანიზება და მხარდაჭერა;
- ტურების მიმდინარეობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში პრობლემური საკითხების ოპერატიულად მოგვარება;
- ბილეთების გაუქმებისა და გადაცვლის პროცესების მართვა;
- ინვოისების მომზადება;
- გადახდების კონტროლი და გაყიდვების აღრიცხვა;
- მომხმარებლებისთვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;
- კორპორატიული მომხმარებლებისთვის მიმდინარე ტურებისა და ღონისძიებების მხარდაჭერა.
პიროვნული მახასიათებლები:
- გუნდში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ენერგიულობა, შრომისუნარიანობა და სისხარტე;
- ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად + გაყიდვებზე დაფუძნებული საკომისიო.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. 14
სამუშაო გრაფიკი: დინამიური (ორშაბათი–პარასკევი)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე.
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).