კულტურულ-შემეცნებითი ტურების გიდი- ქუთაისი, დასავლეთ საქართველო — Colchis Camp

Colchis Camp

კულტურულ-შემეცნებითი ტურების გიდი- ქუთაისი, დასავლეთ საქართველო

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
კომპანია "Colchis Camp" აცხადებს ვაკანსიას კულტურულ-შემეცნებითი ტურების გიდის პოზიციაზე.

ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მაღალი ხარისხის, საინტერესო ტურების ჩატარებაზე, სადაც მთავარი აქცენტი კულტურულ, ისტორიულ და სალაშქრო-სათავგადასავლო ელემენტებზე კეთდება.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქუთაისი და დასავლეთ საქართველო;
** კონკურენტული ანაზღაურება, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით;
** პროფესიული განვითარებისა და ტურიზმის სფეროში გამოცდილების მიღების შესაძლებლობა;
** სამუშაოს დინამიკური გარემო და საინტერესო მარშრუტებზე მუშაობა.

ძირითადი მოვალეობები:

** ტურისტული ჯგუფების გაძღოლა და მარშრუტის უსაფრთხო მართვა;
** ვიზიტორებისთვის რეგიონის კულტურული, ისტორიული და ეთნოგრაფიული თავისებურებების საინტერესოდ გაცნობა;
** Leave No Trace (ნუ დატოვებ კვალს) პრინციპების მკაცრი დაცვა და ეკო-მეგობრული მიდგომის უზრუნველყოფა;
** ჯგუფის წევრებთან პოზიტიური, უსაფრთხო და მეგობრული გარემოს შექმნა.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (დამატებითი უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად და პირდაპირ აისახება ანაზღაურებაზე);
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სტრესულ სიტუაციებში ორიენტაციის უნარი;
** პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საბაზისო ცოდნა;
** გიდობის გამოცდილება კულტურულ ტურებში ჩაითვლება უპირატესობად.

უპირატესობად ჩაითვლება:

** გიდად მუშაობის გამოცდილება, განსაკუთრებით კულტურულ-შემეცნებით ან სათავგადასავლო ტურებში;
** დამატებითი უცხო ენების ცოდნა;
** პირველადი სამედიცინო დახმარების კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ეთნოგრაფიის ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,